სტარტაპი საკრედიტო ბარათის მფლობელებს 1%-ს კრიპტოვალუტაში დაუბრუნებს
ახალი საკრედიტო ბარათის კომპანია გეგმავს, საკუთარ მომხმარებლებს ქეშბექის ნაცვლად თანხა კრიპტოვალუტაში დაუბრუნოს. სან ფრანცისკოში დაარსებული სტარტაპი Blockrize აპირებს, რომ მომხმარებლებს გადახდილი თანხის 1% ეთერიუმის ან ბიტკოინის სახით დაურიცხოს.
25 წლის თომას ჰარისონმა გადაწყვიტა, შეექმნა საკრედიტო ბარათი Blockrize, რომლის მფლობელებიც ბარათის გამოყენებით გადახდისას ყოველ ჯერზე უკან მიიღებდნენ თანხის 1%-ს კრიპტოვალუტაში. თომას ჰარისონის განცხადებით, ბარათის მსურველთა რიცხვმა უკვე 2,000 ადამიანს გადააჭარბა.
Blockrize-ის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ადამიანი, რომელიც თვეში $1,250 ხარჯავს, 1 წლის მანძილზე ქეშბქის სახით საშუალოდ $150-300 მიიღებს. თეორიულად, ადამიანს 2017 წელს იგივე რაოდენობის თანხა რომ დაეხარჯა და თითოეულ ტრანზაქციაზე 1% კრიპტოვალუტაში მიეღო, წლის ბოლოს 998 დოლარის ოდენობის ბიტკოინს ან $2,487 ღირებულების ეთერიუმს მიიღებდა.
ბარათის მფლობელებს ექნებათ საშუალება, თავად აირჩიონ, თუ რომელ კრიპტოვალუტაში სურთ თანხის მიღება.
ჰარისონის განცხადებით, კრიპტოვალუტების ფასების არასტაბილურობამ შეიძლება მომხმარებლების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედოს. თუმცა, გასულ წელს ბიტკოინში და ეთერიუმში მიღებული თანხა შესაბამისად 6,7% და 16,6%-ით მეტი იქნებოდა სტანდარტულ 1-2%-იან ქეშბექზე, რომელსაც სხვა ბარათების მფლობელები იღებენ.
წყარო: bitcoin.com