top of page

სიერა-ლეონეს საპრეზიდენტო არჩევენები ბლოკჩეინით


2018 წლის 7 მარტს, მსოფლიოში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნები ბლოკჩეინ სისტემის დახმარებით ჩატარდა. შვეიცარიული ბლოკჩეინ სტარტაპი, Agora, მუშაობდა რეზულტატის დათვლაზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით.


მოცემულ არჩევნებში, Agora-მ სპეციალურად შექმნილი ბლოკჩეინი გამოიყენა, რომელიც გასული 2 წლის მანძილზე იქმნებოდა.


Agora-სა და სიერა-ლეონეს ხელისუფლების პირებისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ინფორმაციის უსაფრთხო ტრანსფერი კონტროლირებად განაწილებულ დავთარში იყო უზრუნველყოფილი. არჩევნების შედეგი შეამოწმა წითელმა ჯვარმა, შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალურმა ინსტიტუტმა და ფრაიბურგის უნივერსიტეტმა. ლეო გამარმა, Agora-ს CEO-მ, CNN-ს განუცხადა: „მადლობას ვუხდი სიერა-ლეონეს, რომ მსოფლიოს გამჭირვალე არჩევნების ინოვაციური მეთოდი აჩვენა.“


სიერა-ლეონესთვის ეს არჩევნები სხვა მიზეზის გამოც იყო მნიშნველოვანი. პირველად ქვეყნის ისტორიაში ორზე მეტ კანდიდატს მოგების დიდი შანსი ჰქონდა. 1961 წლიდან, APC და SLPP დომინირებდნენ პარლამენტში. სულ 16 კანდიდატი იყო კონკრეტულ არჩევნებზე.


ისტორიისთვის ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს პირველი ნაბიჯია დემოკრატიული პროცესის გაუმჯობესებისკენ. ამ სისტემით, კორუპციის შემთხვევები ნაკლებად შესაძლებელია. ბლოკჩეინ ტექნოლოგია აუმჯობესებს წინა ციფრული ხმის მიცემის სისტემას თავისი გამჭირვალობით, უსაფრთხოებითა და ხმის მიმცემის ანონიმურობით.


Agora-ს COO-ს, თუ დავუჯერებთ, ბლოკჩეინ სისტემა ქაღალდის ბიულეტენებზე უპირატესია რამდენიმე ასპექტში. ესენია: შემცირებული დანახარჯები, შემცირებული შეცდომები და უფრო სწრაფი საჯარო ხელმისაწვდომობა შედეგებზე. მან განმარტა, რომ მომავალში ყველა არჩევნებში დაინერგება ეს სისტემა, რადგან მხოლოდ ბლოკჩეინს შეუძლია სრულიად გამჭირვალე პლატფორმის შექმნა.


წყარო: cnn.com

bottom of page