რიპლში ვაკანსიებია
თავისი პარტნიორებითა და ხელშეკრულებებით, რიპლმა უკვე ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბაზრის მოცულობის მიხედვით, მესამე ყველაზე ძვირადღირებულმა კრიპტოვალუტამ დაიქირავა მარკეტინგის სტრატეგიის უფროსი, რომლის მიზანი იქნება ხალხის ფართო მასების გონებაში რიპლის ჩაბეჭდვა.
რიპლი საკმაოდ კომპლექსური ორგანიზმია. ის კომპლექსურია თავისი პარტნიორებით, ხელშეკრულებებითა და ტექნოლოგიური საფუძვლით. ეს არის ციფრული აქტივი, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი რყევები განიცადა.
რიპლის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყებად, შემქმნელებმა დაიქირავეს მარკეტინგული სტრატეგიის უფროსი, რომლის მიზანი იქნება კრიპტოვალუტის პრესტიჟის ამაღლება პოტენციური ინვესტორებისა და მყიდველების თვალში.
კორი ჯონსონმა ახლახანს დაადასტურა CNBC-სთან, რომ, ბლუმბერგთან 8 წლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, მან, ამ ხუთშაბათს, ოფიციალურად დაიწყო რიპლში მუშაობა.
ჯონსონის საქმიანობის მიზანი უკვე გამოკვეთილია. კომპანია ფლობს საკუთარი მონეტების დიდ რაოდენობას. კომპანიის ჯამური ღირებულება არის 49 მილიარდი დოლარი. ეს საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს უჩენს ინვესტორებს, რომელთაც უკვე იგემეს რიპლის ფასის ვარდნა 3.84 დოლარიდან 0.77 დოლარამდე.
ჯონსონის მისია ისიც იქნება, რომ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს მიჰყიდოს კომპანიის საგადამხდელო პროგრამები, რომლებიც დაფუძნებულია ბლოკჩეინ სისტემაზე. პარალელურად, ამის საწინააღმდეგოდ, უნდა გაავრცელოს საკუთარი კრიპტოვალუტები იმ სივრცეში, რომელიც დეცენტრალიზაციის იმედზე და ზემოთაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ჩანაცვლებაზეა დაფუძნებული.
ბევრი ინვესტორი სამართლიანად აკრიტიკებს რიპლს, რომელსაც არანაირი გამოყენებითი ღირებულება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, თვითონ კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მალე შეიცვლება.
რიპლის ახალმა თანამშრომელმა განაცხადა: „რიპლის, როგორც კომპანიისა და ვალუტის, როლი მეტ ახსნას საჭიროებს ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ბაზრებისა და რეგულატორებისთვის. ჩემი მიზანია, რომ ვცადო და ავხსნა, თუ რას ვაკეთებთ, რათა უოლ სტრიტმა და მსოფლიო ფინანსურმა ინსტიტუტებმა გაგვიგონ.“
CNBC-ის მიხედვით, ჯონსონმა არ უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, იღებს თუ არა ის რიპლს მის მიერ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ. თუმცა, მან ხაზი გაუსვა კომპანია რიპლსა და ვალუტა რიპლს შორის განსხვავებას: „მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ვერ აკონტროლებს იმ ფაქტორის წარმატებას, რომელიც თვითონ ამ კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია“.
წყარო: bitcoinist.com