რა ელის იაპონიის დაურეგისტრირებელ კრიპტო ბირჟებს?
ინსპექციის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, იაპონიის ფინანსების მარეგულირებელმა გამოცხადა, რომ დაურეგისტრირებელი ბირჟების გაუქმებას აპირებს.
Nikkei, იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტო, მალე თავის გეგმებს გაავრცელებს. ფინანსური მარეგულირებელი საკითხს უფრო კრიტიკულად მიუდგა Coinchek-ის 530 მილიონი დოლარის ოდენობის ჰაკის შემდეგ, რომელიც იანვრის დასასრულს განხორციელდა. 32 მსგავსი ბირჟა მუშაობს იაპონიაში, ხოლო Coinchek-ი არაა 16 დარეგისტრირებულ ოპერატორს შორის.
როგორც გაირკვა, ფინანსური მარეგულირებელი აპირებს ინსპექციის ჩატარებას, რომელიც ბირჟების შიდა მდგომარეობას, კიბერუსაფრთხოების ინფრასრუქტურას, გაეცნობა, რათა მომხმარებელთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
Nikkei-ს განცხადებით, მარეგულირებლებმა ინსპექციის პირველი ფაზა დაასრულეს და FSA ბიზნეს შეწყვეტის ბრძანების გაცემისთვის ემზადება.
ბიზნესის შეწყვეტის ბრძანება იმ კომპანიებსაც ეხება, რომლებიც ჯერ კიდევ ოპერირებენ FSA-ს განხილვის პროცესში. 16 ბირჟა, რომელიც დარეგისტრირებულია, სავარაუდოდ, არ იქნება მარეგულირებლების სამიზნე, ხოლო დანარჩენებს რაც შეეხება, გეგმავენ, რომ მათი ყველა ოპერირების ასპექტი გამოასწორონ.
რა მეთოდებს გამოიყენებს FSA, კვირის დასასრულს გამოცხადდება Coinchek-ის მეორე ბიზნეს გაუმჯობესების ბრძანებასთან ერთად, რომელიც NEM-ის ქურდობის კომპენსაციისთვის კეთდება. ბირჟამ უკვე მოხსნა დროებითი ბლოკი ნაღდი თანხის დეპოზიტებზე, რამაც 40.1 მილიარდი იენის (372 მილიონი დოლარი) ოდენობის თანხის გამოტანა გამოიწვია 13 თებერვალს.
წყარო: cnn.com