top of page

კომისარი თვლის, რომ კრიპტო ინდუსტრია თავს დაირეგულირებს


D.C. ბლოკჩეინის თათბირზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა, ბრაიან ქუინტეზმა, CFTC-ის კომისარმა, განაცხადა, რომ რეგულაციების დაწესებას შეიძლება წლები დასჭირდეს და სანაცვლოდ თვითრეგულირება, სავარაუდოდ, უკეთესი გამოსავალია.


კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმარეგულირებელ ორგანიზაციას (SRO) არა მარტო აშშ-ს ბაზრისთვის უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.


Coindesk-თან ინტერვიუს დროს მან განაცხადა: „მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველა იმის გარკვევას ცდილობს, თუ სად და როგორ მოქმედებს კანონი ამ გარემოში.“ მისი თქმით, თუ საკმარისი მხარდაჭერა იქნება ხალხისგან, მაშინ გლობალურ მასშტაბებსაც შეიძლება მიაღწიოს მისმა გეგმამ.


უამრავი იურისდიქციული შეკითხვა ტრიალებს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის გარშემო, რადგან არსებობს სამი მარეგულირებელი კომპანია და მათ სხვადასხვა პოზიცია უკავიათ აქტივების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით.


ქუინტეზმა დაამატა, რომ კრიპტო სხვადასხვა პროდუქტების ერთობლიობაა და მარეგულირებელმა კომპანიებმა მათი ერთი პროდუქტის ქვეშ მოქცევა არ უნდა ცადოს.


„ზოგიერთი ძალიან მარტივი აგებულებისაა, ზოგიერთი კი - კომპლექსური; ზოგიერთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნიშნები ახასიათებს, ზოგიერთი გადასახადებთან ასოცირდება და ა.შ.“


კომისარმა განაცხადა, რომ CFTC-მ შეიძლება უშუალო მონაწილეობა არ მიიღოს კრიპტოვალუტის SRO-ს შექმნაში, თუმცა რაღაც სახის მითითებები შეიძლება მისცეს.


„ჩვენ შეგვიძლია რჩევები მივცეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ არსებულ სივრცეში, გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმარებით, რათა იგივე სისტემა არ შექმნან.“


რაც შეეხება CFTC-ის რეგულაციებს, ქუინტეზს სურს, რომ იძულების მეთოდი არ გამოიყენოს, როგორც ეს გააკეთა წარსულში სააგენტომ.


მან Coindesk-ს განუცხადა, რომ ისინი SEC-თან თანამშრომლობას განაგრძობენ, რათა იურისდიქციული პრობლემები გადაჭრან კონკრეტულ პროდუქტებზე, მაგალითად ICO-ს მონეტებზე.


ICO-ს შესახებ მან განაცხადა: „ყალბი მონეტა, რომელიც არ გამოიცა, რა არის? ინვესტიციის კატეგორიაში ვრცელდება თუ საქონლის? ვიღაცამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.“


მიუხედავად იმისა, რომ კომისარი SEC-თან დანამშრომლობს, მას ინფორმაცია არ მოეპოვება SEC-ის მიერ ICO გამომცემლების სასამართლოში გამოძახებაზე.


ქუინტეზმა განაცხადა, რომ SEC-ს IPO-ს კანონების დაცვა ევალება.


„მე არ მიკვირს, რომ ხალხი კანონებში გაძრომას ცდილობს და არ მიკვირს, რომ SEC-ი ამაზე მუშაობს. მე მგონია, რომ ეს განგრძობითი საკითხი იქნება.“ დაასრულა მან.


წყარო: coindesk.com

bottom of page