ეგვიპტის მთავრობა მოსახლეობის კომპიუტერებს ფარულად იყენებს
უახლეს ანგარიშებში ვკითხულობთ, რომ ეგვიპტის მთავრობა არა მხოლოდ უთვალთვალებს საკუთარი მოსახლეობის კომპიუტერებს, არამედ მათ სიმძლავრეს კრიპტოვალუტების მაინინგისთვის იყენებს.
ტორონტოს უნივერსიტეტში არსებული ინტერდისციპლინარული ლაბორატორია The Citizen Lab აქვეყნებს ანგარიშს, სადაც მტკიცდება, რომ ეგვიპტეში მოსახლეობის კომპიუტერებს მათი ნებართვის გარეშე იყენებენ კრიპტოვალუტების მაინინგისთვის. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სპეციალური დანადგარი Sandvine/Procera Networks Deep Packet Inspection (DPI) გამოიყენება, რათა სპეციალური რეკლამების საშუალებით მოსახლეობის კომპიუტერებმა იმუშაონ, როგორც მაინერებმა.
Sandvine Corporation-ს, რომელიც 2015 წელს შეიძინა Fransisco Partners-მა, რომელმაც, თავის მხრივ, იყიდა Procera Networks-ი, ასევე ბრალად ედება თურქეთსა და ეგვიპტეში სამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით მოსახლეობაზე თვალთვალი.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ პროგრამა, რომელიც კომპიუტერზე აყენებს მინიმუმ ერთ სკრიპტს, რომელიც საჭიროა მაინინგისთვის, არის Coinhive და წარმატებით გამოიყენება მონეროს (XMR) მოსაპოვებლად.
მას შემდეგ, რაც Citizen Lab-მა დაიწყო რიგ ქვეყნებში ყველა IP მისამართის შემოწმება, მათ აღმოაჩინეს DPI დანადგარები, ე.წ. middleboxes, რომლებიც ხელს უშლიდნენ ქსელში ჩართულ კომპიტერებსა და რიგ საიტებს შორის ინფორმაციის გაცვლას. დანადგარები ასობით მომხმარებელს ამისამართებდა თურქეთისა და სირიის ნაციონალური უსაფრთხოების სათვალთვალო ბაზაში, როცა ისინი უბრალო აპლიკაციების გადმოტვირთვას ცდილობდნენ.
მაინინგისთვის კი ორ ძირითად მეთოდს - ე.წ. გაფანტვისა და ნაკადის მეთოდებს, იყენებდნენ.
თავად Sandvine-ს წარმომადგენლები Citizen lab-ის ამ ბრალდებას უარყოფენ, ლაბორატორიის თანამშრომლები კი დარწმუნებულები არიან საკუთარ კვლევაში და ანგარიშში ნახსენები ბრალდებების სიზუსტეში.
წყარო: bitcoin.com