ბლოკჩეინზე დაფუძნებული მარიხუანა
„Cannabis Wire“, სავაჭრო პუბლიკაცია, რომელიც მარიხუანას ინდუსტრიას ეძღვნება, გადავა ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ჟურნალისტურ პლატფორმაზე, სახელად „Civil“.
Civil-ის განცხადების მიხედვით, „Cannabis Wire“ მომხმარებელს გაუწევს სხვადასხვა შინაარსის მქონე მომსახურებას. იგი მოემსახურება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე დიდ ორგანიზაციებს: ფერმებს, კანონმდებლებს და ლობისტებს.
„ჩვენ პოპულარიზაციას ვუწევთ ობიექტურობას მარიხუანას ინდუსტრიის შესახებ. ბევრი ვერც აცნობიერებს საქმის სირთულესა და იმ უამრავ გზას, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხმა მათზე იმოქმედოს“ - თქვა ელისონ მარტინმა, „Cannabis Wire“-ის თანადამაარსებელმა.
მკითხველებმა Civil-ის მიერ გამოქვეყვებული სტატიების წასაკითხად კრიპტოვალუტით უნდა გადაიხადონ. ეს ხელს უწყობს ამ სისტემაში რეკლამების განთავსების პრევენციას. ისინი ასევე ცდილობენ, თავი შორს დაიჭირონ პოლიტიკური ზეწოლისაგან.
ახალ პლატფორმაზე გადასული პუბლიკაციები იმართება კომუნის წევრების მიერ, რომლებიც იყენებენ Civil-ის ERC-20 "CVL" მონეტებს. ეს პლატფორმა ასევე გამოირჩევა იმით, რომ მისი არქივი საკმაოდ კარგადაა დაცული, ვინაიდან ის განაწილებულ დავთარზე ინახება.
Civil-ის დეცენტრალიზებულმა ნიუსრუმმა გასულ ოქტომბერს 5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო ბლოკჩეინზე მომუშავე ერთ-ერთი ფირმისგან - „ConsenSys“. Civil-მა განაცხადა, რომ დაფინანსების ნახევარი მომსახურების გაუმჯობესებას მოხმარდება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი პლატფორმის განვითარება და დიდი წარმატება ჯერ კიდევ არ გვინახავს, „Civil“-მა უკვე 5 პუბლიკაციას მოაწერა ხელი, მათ შორის Cannabis Wire-თან.
წყარო: coindesk.com [if !supportLineBreakNewLine] [endif]