top of page

GEMINI ახალ მონეტებს ამატებს


ქემერონ და ტაილერ უინკლვოსები, რომლებიც გახდნენ პირველი ადამიანები, რომელთა კრიპტო ვალუტაში დაგროვილმა კაპიტალმა გასულ წელს 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, გეგმავენ საკუთარ ციფრულ ბირჟაზე (Gemini Exchange) 2018 წელს ახალი ვალუტების დამატებას. შესაძლო ვარიანტებად ბიტქოინ ქეში და ლაითქოინი სახელდება.


Bloomberg-ის ცნობით, ძმებმა ეს განცხადება Cboe Global Markets Inc.-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე 6 მარტს გააკეთეს. ჩიკაგოს ფიუჩერსების ბირჟა ბიტკოინის კონტრაქტებისთვის სწორედ Gemini-ს ბაზაში არსებული ფასების მონაცემებს იყენებს და სხვა ვალუტებზე დერივატივების გაცემის შემთხვევაში Gemini-ის დახმარება დასჭირდებათ.


LedgerX-ი, თავის მხრივ, 2018 წელს გეგმავს ახალი კონტრაქტების დამატებას, მათ შემთხვევაში საუბარია ეთერიუმის ფიუჩერსებზე.


Gemini კი უკვე სთავაზობს მსურველებს აღნიშნულ სერვისს ბიტკოინსა და ეთერიუმზე. ტაილერ უინკლვოსის თქმით, ახალი ალტერნატივები ტყუპების ბირჟისთვის შეიძლება იყოს „სატოში ნაკამოტოს ოჯახის ხიდან - ბიტქოინ ქეში და ლაითქოინი“.


Gemini-ს ბირჟის მომხმარებლებს 2017 წლის ოქტომბრიდან ჰქონდათ საშუალება, გამოეტანათ airdrop-ის (როცა ბირჟის ან საიტის ადმინისტრაცია უფასოდ ურიგებს მომხმარებლებს მონეტების მცირე რაოდენობას) პრინციპით მიღებული ბიტქოინ ქეში, თუმცა, მათ არ შეეძლოთ ამ ვალუტით ვაჭრობა. კვირის დასაწყისში OnChainFX-ზე ამ მონეტის ფასი 1,077.28 დოლარი იყო, ლაითქოინის ფასი კი ბოლო წელს 4,402 პროცენტით გაიზარდა.


წყარო: coindesk.com

bottom of page