top of page

კრიპტოვალუტების სასამართლო პროცესი ICO


ფინანსური სერვისების კომიტეტმა გამოაქვეყნა მემორანდუმი და თვითმხილველთა სია ICO-სა და კრიპტოვალუტების სასამართლო პროცესისთვის, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.


თვითმხილველთა სია ასე გამოიყურება:

  • კრის ბამერი, სამართლის პროფესორი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის სამართლებრივი ცენტრი

  • მაიკ ლემპრესი, მთავარი იურისტკონსულტანტი, Coinbase

  • რობერტ როსებლუმი, საქმიანი პარტნიორი, Wilson Sonsini Goodrich & Rosati

  • პიტერ ვან ვალკენბურგი, კვლევების დირექტორი, Coin Center

სასამართლო პროცესამდე, რომელსაც კაპიტალის ბაზრების, თავდაცვისა და ინვესტიციების ქვეკომიტეტი ატარებს, ასეთი განცხადება გამოქვეყნდა:

„ქვეკომიტეტი განიხილავს კრიპტოვალუტისა და პირველადი მონეტების შეთავაზების (ICO) ბაზრებს. ამ ბაზრების მზარდმა რიცხვმა დაფინანსების ძიებაში ბევრი ინვესტორის ყურადღება მიიქცია. პროცესის მსვლელობისას, განიხილება ეკონომიკური ეფექტურობა და კაპიტალის ფორმირების პერსპექტივები, რომლებსაც ICO სთავაზობს ინვესტორებს. ამასთანავე, კანონების დაცულობა გადამოწმდება, რათა ინვესტორებმა მიიღონ სრული დაცვა, რომელსაც იძლევა ფედერაციული კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ. სასამართლო პროცესზე განიხილება ამჟამინდელი რეგულაციები, რომლებსაც დაცვისა და გაცვლების კომისია იყენებს კრიპტოვალუტებისა და ICO-ს მონიტორინგისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ამ ბაზარზე რეგულაციების მეტი გამჭვირვალობისკენაა მიმართული.“


აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ფინანსური კომიტეტის ქვეკომიტეტმა სასამართლო პროცესი შემდეგ კვირაში დანიშნა.


კომიტეტის ვებ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში წერია, რომ სასამართლო პროცესი, რომელსაც „კრიპტოვალუტისა და ICO ბაზრების კვლევა“ ეწოდა, ჩატარდება 14 მარტს, თბილისის დროით 9 საათზე.

ამ კვირაში ჩატარებული DC Blockchain სამიტის ფარგლებში, ქვეკომიტეტის წარმომადგენელმა ტომ ემერმა Coindesk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ პროცესს განმანათლებლური მხარეც ექნება, და მსმენელებს მეტი ინფორმაცია მიეწოდებათ კრიპტობაზრისა და მონეტების გაყიდვის შესახებ.


მან აგრეთვე დაამატა, რომ ფინანსური სერვისების კომიტეტის წევრები უფრო და უფრო ინტერესდებიან ამ თემითა და ფულად გაცვლებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.


წინა თვეში ჩატარებული პროცესის შემდეგ, რომელიც საბანკო სექტორის კომიტეტმა და ურბანული განვითარების სამინისტრომ ჩაატარა, ეს არის პირველი პროცესი, სადაც კონგრესი კრიპტოსამყაროში არსებულ მოვლენებს შეეხო. შეგახსენებთ, რომ წინა თვეში ჩატარებული სასამართლო პროცესისას დაკითხეს უსაფრთხოებისა და ფულადი გაცვლების კომისიის (SEC) თავმჯდომარე ჯეი კლეიტონი და სასაქონლო ვაჭრობის კომისიის (CFTC) თავმჯდომარე ჯ. კრისტოფერ ჯიანკარლო. იმ სხდომაზე ამ პირებმა განაცხადეს, რომ თავიანთ სააგენტოებში შეძლებდნენ დამატებითი ძალების მობილიზებას ბაზარზე კონტროლის დასამყარებლად.

წყარო: coindesk.com

bottom of page