top of page

ვიტალიკი ეთერიუმის მასშტაბების გაზრდაზე საუბრობს


პარასკევს პარიზში ეთერეუმის კოფერენცია, EthCC, ჩატარდა, სადაც მოულოდნელად ამ კრიპტოვალუტის დამაარსებელი ვიტალიკ ბუტერინი გამოჩნდა. მან Plasma-სთვის მასშტაბურობის გაზრდის მეთოდებზე ისაუბრა. შეგახსნებთ, რომ Plasma არის გონიერი კონტრაქტების სისტემა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ბლოკჩეინის გამოთვლითი პოტენციალის გაზრდისკენაა მიმართული.

პრობლემის გადაჭრით, რომელზეც ბუტერინი და ბიტკოინის ელვისებური ქსელის (Lightning Network) თანადამაარსებელი ჯოზეფ პუნი მუშაობდნენ, ეთერეუმის ტევადობა გაიზრდება, შეიქმნება გონიერი კონტრაქტების მთელი ფენა, რომელიც მთავარ ბლოკჩეინს დაუკავშირდება.


მაგრამ ამჟამინდელი პროტოტიპი ყველა მომხმარბლისგან Plasma-ს თითოეული სმარტ კონტრაქტის გადმოწერასა და დადასტურებას მოითხოვს. ბუტერინმა ამ პროცესების მინიმიზაციის გზებზე ისაუბრა.


„კლიენტების მიერ გადასამუშავებელი ინფორმაცია მკვეთრად შემცირდება“, განმარტა ბუტერინმა.


Plasma-ს ისტორიის გადმოწერის ნაცვლად, მომხმარებლები Plasma მონეტებს დააგენერირებენ კონტრაქტზე დეპოზიტის გაგზავნით. ყველაფრის გადმოწერისა და დადასტურების ნაცვლად, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ მონეტებს, რომლებიც ამ სისტემაში შექმნეს.


“ახლა, მომხმარებლებმა მხოლოდ Plasma ჯაჭვის ხელმისაწვდომობა და სიზუსტე უნდა დაადასტურონ კონკრეტული ინდექსის მეშვეობით, ან იმ მონეტების ინდექსით, რომლებსაც ფლობენ ან აინტერესებთ,“ თქვა ბუტერინმა.


ეს იდეა, რომლის ავტორები არიან ბუტერინი და დეველოპერები დენ რობინსონი და კარლ ფლოერში, ტესტირებას საჭიროებს. ბუტერინის თქმით, ამ მინიმალიზირებულ სისტემას ბევრი გამოყენება შეიძლება მოვუძებნოთ, მაგალითად, კრიპტოვალუტების გაცვლა ფართომასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმებისგან დასაცავად.


მომხმარებლის აქტივებთან მუშაობის ნაცვლად, ბირჟებს შეეძლებათ შეკვეთების წიგნის ფუნქცია შესთავაზონ მომხმარებლებს და დანაკარგები Plasma კონტრაქტების მეშვეობით დააზღვიონ.


„იმედია, არავინ დაკარგავს ფულს, როცა შემდეგი მრავალმილიარდიანი გადარიცხვა არაკომპეტენტური დეველოპერის გამო ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდება,“ თქვა ბუტერინმა.


და რაც მთავარია, ამ აღმოჩენამ შეიძლება გააუმჯობესოს მასშტაბურობის ეფექტურობა იმ მომენტებში, როდესაც პლატფორმა ზეწოლის ქვეშაა და დააკმაყოფილოს მზარდი მომხმარებლების ბაზა.


ამასთან დაკავშირებით ბუტერინმა თქვა:

„ეს არის მარტივი გზა Plasma-ს მასშტაბების გაზრდისა და მომხმარებლებისთვის წაყენებული მოთხოვნების შესამცირებლად.“


წყარო: coindesk.com

bottom of page