top of page

ბაზრის მიმოხილვა - 12 მარტი


ბიტკოინი (BTC)


ბიტკოინის ღირებულება წერის მომენტში 9,164.39 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 0.67%-იანი ზრდის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის განმავლობაში 9,800 აშშ დოლარიდან 9,000 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია (მონეტების რაოდენობა x ფასი) თითქმის 157.6 მილიარდია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.



ეთერი (ETH)


ეთერის ღირებულება წერის მომენტში 693 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 1.42%-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის განმავლობაში 740 აშშ დოლარიდან 680 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია 69.1 მილიარდი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.



რიპლი (XRP)


წერის მომენტში რიპლის ღირებულება 0.7 აშშ დოლარია, რაც ფასის 1.42%-იანმა ვარდნამ გამოიწვია. ვალუტა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მერყევი იყო.

რიპლის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 31.4 მილიარდი დოლარია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობა თითქმის 366 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.



სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები:


10 მარტს, კრიპტოვალუტებით მოვაჭრემ და მკვლევარმა, სილვიან რაიბსმა, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის გაცვლის მოცულობაა გაყალბებული.


ტომ ლიმ, უოლ სტრიტის სტრატეგმა, ახლახანს შექმნა „ბიტკოინის უბედურების ინდექსი“. ეს ინდექსი მუშაობს, როგორც გრძნობის უმეტესი ინდიკატორები. როდესაც მაჩვენებელი დაბალია, ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების ყიდვის დროა. ინდექსი ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს, როგორიცაა მოგებული ვაჭრობების რაოდენობა კრიპტოვალუტების საერთო ცვალებადობებისას.

bottom of page