top of page

Binance-ის ჰაკერები კარგავენ მოპარულ მონეტებს


Binance-ის დირექტორმა, ჩენპენგ ჯაომ განაცხადა, რომ ამ კვირის ოთხშაბათს მომხდარი თაღლითური ვაჭრობების ყველა მსხვერპლს დაუბრუბდა დაკარგული თანხა.

ეჭვმიტანილებს კვირის დასაწყისიდანვე ადევნებდნენ თვალყურს. Reddit-ზე უამრავმა მომხმარებელმა გამოთქვა აღშფოთება, ვინაიდან მათ ანგარიშებზე ბევრი საეჭვო აქტივობა შეამჩნიეს. ყველაფერს ნათელი კომპანიის დირექტორმა მოჰფინა თავისი განცხადებით ტვიტერზე:


„7 მარტს, 14:58-სა და 14:59-შორს, ძალიან საეჭვო სავაჭრო აქტივობები შევნიშნეთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულალურ ბირჟაზე, Binance-ზე. ამან ავტომატური განგაშის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა და ყველა გადარიცხული თანხა უკან დაბრუნდა.“

აღმოჩნდა, რომ ეს აქტივობა ჰაკერობის მცდელობა ყოფილა. ჰაკერები სწორ მომენტს ელოდებოდნენ, რათა გაეყიდათ ViaCoin ძალიან მაღალ ფასად, რამაც ფასების არანორმალურად გაზრდა გამოიწვია (საუბარია რამდენიმე ასეულ პროცენტიან ნამატზე). ამის შემდეგ ჰაკერებმა დაუყოვნებლივ სცადეს დიდი რაოდენობით ბიტკოინების განაღდება, თუმცა დაცვითი სისტემის სწრაფი მოქმედების დამსახურებით მათ ეს ვეღარ მოახერხეს.

ყველა მომხმარებელს დაუბრუნდა კუთვნილი ფული. ეს შემთხვევა ასევე იმით იყო საინტერესო, რომ ჰაკერებმა არა მხოლოდ ვერ შეძლეს ფულის მითვისება, არამედ დაკერგეს საკუთარიც. მოგების გაზრდის მიზნით, ჰაკერების მიერ ViaCoin-ის ექსტრემალურად მაღალ ფასებში გაყიდვამ მათთვის უკუშედეგი გამოიღო, ვინაიდან Binance-მა ჰაკერების მთელი დანაზოგის კონფისკაცია მოახდინა. როგორც ჯაო ამბობს, კონფისკირებული ფული Binance-ის ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ამ პლატფორმაზე ვაჭრობა განახლებულია და ჩვეულ სტილს დაუბრუნდა, მომხმარებლები მაინც გაართხილეს, რომ გაეუმჯობესებინათ საკუთარი უსაფრთხოების სისტემა, რათა მომავალში ასეთი შემთხვევებისგან მეტად დაზღვეულები ყოფილიყვნენ. მათ ურჩიეს, რომ შეენახათ Binance-ის ზუსტი ლინკი და სხვა ლინკზე არასდროს არ გადასულიყვნენ. კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლება მკითხველებს შეახსენეს, რომ მომხმარებლების დაცვა იყო და არის მათი მთავარი პრიორიტეტი და კომპანიის სწრაფად მომუშავე უსაფრთხოების სისტემამ ეს დაამტკიცა კიდეც.

Binance-მა მოახერხა დანაკარგის პრევენცია, მაგრამ სხვა პლატფორმებს ასე არ გაუმართლათ. წლის დასაწყისში CoinCheck-მა 530 მილიონი დოლარი დაკარგა, ხოლო BitGrail-სგან 170 მილიონი დოლარის ღირებულეიბს Nano მოიპარეს. ცენტრალიზებული გაცვლითი სისტემის გამოყენება მაღალ რისკებს უკავშირდება და ამ კვირაში მომხდარმა მოვლენებმა შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ონლაინ უსაფრთხოება.

წყარო: ccn.com [if !supportLineBreakNewLine] [endif]

bottom of page