top of page

დროა შევამჩნიოთ და მხარი დავუჭიროთ ქალებს


ქალთა საერთაშორისო დღემ ახლახანს ჩაიარა და მაიკლ კესიმ გადაწყვიტა, რომ ეს იყო საუკეთესო მომენტი ბოდიშის მოხდისთვის ყველა იმ ქალისთვის, ვინც გამორჩა თავის წიგნში. კესი coindesk-ის მრჩეველთა გუნდის თავმჯდომარე და ბლოკჩეინ კვლევითი ორგანიზაციის, MIT's Digital Currency Initiative-ის ერთ-ერთი მრჩეველია.


გასულ კვირას, პოლ ვიგნასა და მაიკლ კესის ფორდჰემის უნივერსიტეტში ამერიკის ფინანსების მუზეუმის მიერ დაგეგმილი ღონისძიება მიჰყავდათ. ამ ღონისძიების ფარგლებში, მათ წარადგინეს თავისი ნაშრომი, „სიმართლის მანქანა.“ წიგნის ბევრი ეგზემპლარი გაიყიდა, რითაც ავტორები კმაყოფილები იყვნენ. თუმცა, ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს, რომ ღონისძიება სხვაგვარი უნდა ყოფილიყო.


ყველა სპიკერი იყო თეთრკანიანი მამაკაცი. ეს ერთგვარად იმასაც გულისხმობს, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი მამაკაცების ხელშია, და ამ გამოძახილის მქონე ღონისძიებას ბევრი ადამიანი დაესწრო, რომელიც ახალი ტექნოლოგიებითაა დაინტერესებული.


მაიკლ კესი ამბობს:

“ამით ჩვენ არსებული დისბალანსი გავაძლიერეთ, ნარატივი, ხელმისაწვდომობა, კულტურა და ამ ტექნოლოგიების განვითარება და პოლიტიკის ჩამოყალიბება მამაკაცების ხელში აღმოჩნდა. ღონისძიების დაგეგმვისას, ჩვენ გონების ხაფანგში აღვმოჩნდით: ვიყავით მიკერძოებულები და არასაკმარისი კრიტიკული აზროვნება გამოვამჟღავნეთ.


მე მრცხვენია, რადგან აქამდე თვითონ ვამბობდი, რომ კრიპტოსაბჭოში საჭიროა მრავალფეროვნება. ჩემს შეშფოთებას უფრო ამძაფრებს მოთხრობები „ძმის“ მახინჯი კულტურის შესახებ და სიმდიდრის გადამეტებული აფიშირება კრიპტოსაბჭოში. ვწუხვარ, რომ ეს მდიდარი ადამიანები ყურადღების ცენტრში არიან. ეს კი ბლოკჩეინისა და კრიპტო ეკოსისტემის გარკვეული ნაწილი გახდა.


თუმცა, უფრო დიდი პრობლემაც არსებობს - პროგრამული უზრუნველყოფისა და პროტოკოლის განვითარებაში, მეწარმეობისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მთავარი სიტყვა მამაკაცებს ეკუთვნით. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ახალ კანონებს წერენ, რითაც გავლენას ახდენენ ახალი ტექნოლოგიების მომავალზე. თუ ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება ამ შორსმიმავალ ალგორითმებზე, კაცობრიობისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში ადამიანების მრავალფეროვნება იყოს.


მსოფლიოში ბევრი უჭკვიანესი მანდილოსანი ცხოვრობს. ვინც ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის, ერთსა და იმავე ანტიფემინისტურ არგუმენტებს იყენებენ: მამაკაცები უკეთესად ართმევენ თავს ამ საქმეს, რაზეც მათი მოწინავე პოზიციები მეტყველებს. „უკეთესად“ განმარტებულია თავისთავადი, შინაგანი პარამეტრებით. კაცები, ძალაუფლების ხელში ჩაგდებით, ადგენენ ტერმინებს.


მე პირადად უამრავ ქალბატონს ვიცნობ, რომლებიც სხვა კუთხით ხედავენ შექმნილ სურათს და გვთავაზობენ იმ პრობლემების გადაჭრის საინტერესო ხერხებს, რომლებსაც ვხვდებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მრავალპროფილიან არენაზე. ერთ-ერთი მათგანი ჩემი უფროსია MIT-ში. მათი ჩამოთვლის ნაცვლად, მე მხოლოდ ერთ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელმაც შეხედულებები შემაცვლევინა.


ამას წინათ, სანდრა როს დაბადების დღეზე ვიყავი (ქალბატონი, რომელიც ხელმძღვანელობდა CME ჯგუფის ბიტკოინების ფიუჩერსების პოლიტიკას და დატოვა თავისი თანამდებობა ახალი, ბლოკჩეინზე დაფუძნებული გაცვლითი პროექტის წამომწყებამდე, რომელიც აფრიკის რეგიონზეა ორიენტირებული). ბიზნესმენი ჯალაკ ჯობანპუტრაც იყო ამ წვეულებაზე. როდესაც მე მათ ჩემს წიგნზე ვუამბობდი, ჯალაკმა მკითხა წიგნში იყო თუ არა. როდესაც უარყოფითად ვუპასუხე, მან თქვა, რომ მისი სახელი არ ფიგურირებდა ჩემი და პოლის მიერ აქამდე გამოცემულ „კრიპტოვალუტის ერაშიც.“


თავიდან გავიფიქრე, ბოდიში მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არ გვიხსენებია წიგნში, ყველას ვერ მოვაწონებთ თავსმეთქი, მაგრამ შემდეგ მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ წიგნში არც თუ ისე ბევრ ქალზე წერია, და ამიხსნა, თუ რატომ იმსახურებდა წიგნში ყოფნას. ჯობანპუტრა ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც ბიტკოინში ფული ჩადო. 2013 წელს ის აფინანსებდა ისეთ სტარტაპს, როგორიცაა Blockchain.info, რომელმაც გასულ წელს 40 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო GV-სგან, Lakestar-ისა და მილიარდერი რიჩარდ ბრენსონისგან.


იმ დროისთვის, ჯობანპუტრა საკმაოდ სარისკო ინვესტიციებს აკეთებდა. თუმცა, მან დაინახა ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი ივარაუდებდა. (მე ნამდვილად ვერ ვხედავდი ასეთ პოტენციალს ამ ტექნოლოგიებში.) ჯობანპუტრას სჯეროდა, რომ მას შეეძლო საზოგადოებისთვის კეთილი საქმე გაეკეთებინა და ამით მილიარდობით ადამიანის ცხოვრება გაეუმჯობესებინა. (ამის გამო მან გადაწყვიტა ელიზაბეტ როსიელოს დაფინანსება, რომელმაც 2013 წელს დაასრულა ჩვეულებრივი საფინანსო კარიერა ინვესტიციური ბანკის “Credit Suisse”-ს დატოვებით. შემდეგ, მან დააარსა კომპანია ნაირობიში, ბიტკოინზე დაფუძნებული საზღვარგარეთული გადახდების სტარტაპი BitPesa.


„კრიპტოვალუტის ერაში“ ბევრი ისტორია იყო იმათ შესახებ, ვინც ჩადო ფული ბიტკოინსა და მის პროექტებში; ხალხზე, რომელმაც ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა. მაგრამ ჯობანპუტრაზე იქ არაფერი ეწერა. არადა, მისი ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანი და გაბედული იყო. ამ წიგნმა წარმატებას მიაღწია და ვიმედოვნებთ, რომ ასეთივე ბედი ეწევა „სიმართლის მანქანას. თუმცა, ორივე წიგნს აკლია ჯობანპუტრასნაირი ადამიანების ისტორიები.


რატომ გამოგვრჩა ჯობანპუტრა? პასუხი მარტივია - ის არ აპიარებს საკუთარ თავს. მართლაც, მის შესახებ წიგნის გამოსვლის შემდეგ გავიგე. მაგრამ რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ასეთია. არსებობს სტრუქტურული წინაღობები, რის გამოც ქალ ინვესტორებს, მეწარმეებს და ინოვატორებს უფრო უძნელდებათ თავიანთი მიღწევების აფიშირება. ამ ბარიერების რიცხვს მიეკუთვნება ამ ადამიანების სახელის არ ხსენება კონფერენციებზე, წიგნებსა და სტატიებში.


ეს ბარიერები ხშირად რჩება ჩვენს გონებაში, ამას ხელს უწყობს ის აზრიც, რომ ეს ინდუსტრია მამაკაცებს ეკუთვნით და არავინ ცდილობს ამის შევლას. ბევრი მამაკაცი უგულებელყოფს ამ აზრს, თითქოს ამ სიტუაციას არ სჭირდება შეცვლა. შედეგად, ჩვენ გვაქვს ორი წიგნი და კონფერენცია, სადაც ქალებს სათანადო ყურადღება არ მიექცათ.


თუმცა, ქალები თვითონ ებრძვიან ამ მიკერძოეუბულობას. ჯობანპუტრამ, როსიელომ და ამ ინდუსტრიის სხვა ქალებმა, მაგალითად CoinDesk-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრმა მაია ვუჯინოვიჩმა, ბრუკლინში „Collective Future” დააარსეს კრიპტოინდუსტრიაში მრავალფეროვნების მისაღწევად.


მაგრამ ეს მცდელობა უფრო წარმატებული გახდება მას შემდეგ, რაც მამაკაცები, რომლებსაც თანასწორი პირობების შექმნა უნდათ, თავიანთ მიკერძოებულობას შეეწინააღმდეგებიან.


რა თქმა უნდა, ამ სტატიას სხვადასხვა რეაქცია მოჰყვება. თუმცა მათ, ვინც ჩემს პოზიციას იზიარებენ, მოქმედება უნდა დაიწყონ. ჭუვრში თუ არ ზიხართ გეცოდინებათ, რომ შარშან დიდი გამოხმაურება მოჰყვა კაცების გულგრილობის პრობლემას.


#MeToo-ს მოძრაობა არა მხოლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების წინააღმდეგაა მიმართული (ჰარვი ვაინშტაინის საქმე), არამედ ჩვეულებრივი ჯოს, მაიკლისა და პოლის წინააღმდეგაც, რომლებიც ძალიან ცოტას აკეთებენ სიტუაციის გამოსასწორებლად.“


წყარო: coindesk.com

bottom of page