top of page

ბაზრის მიმოხილვა - 10 მარტი


ბიტკოინი (BTC)


ბიტკოინის ღირებულება წერის მომენტში 9,442.5 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 4.62%-იანი ზრდის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის განმავლობაში 8,700 აშშ დოლარიდან 9,500 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია (მონეტების რაოდენობა x ფასი) თითქმის 160.5 მილიარდია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 6.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.



ეთერი (ETH)


ეთერის ღირებულება წერის მომენტში 740 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 5.82%-იანი ზრდის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის განმავლობაში 750 აშშ დოლარიდან 660 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია 72.6 მილიარდი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.



რიპლი (XRP)


ამ ორი უმსხვილესი კრიპტოვალუტის მსგავსად, ფასის ზრდა ფიქსირდება კრიპტოვალუტა რიპლზეც. წერის მომენტში მისი ღირებულება 0.8 აშშ დოლარია, რაც ფასის 1.72%-იანმა ზრდამ გამოიწვია. ვალუტა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მერყევი იყო.

რიპლის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 32.7 მილიარდი დოლარია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობა თითქმის 661 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.



სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები:


ფინანსური სერვისების იაპონურმა სააგენტომ (FSA) გამოაცხადა, რომ მან ორი კრიპტოვალუტების ბირჟა დროებით დაბლოკა. გაუქმების პერიოდი გუშინდელი დღიდან ზუსტად ერთი თვეა და გამოწვეულია სუსტი დაცვის სისტემის გამო. ეს ორი ბირჟაა Bit Station და FSHO. თუმცა, კიდევ ხუთი ბირჟა მოჰყვა ფინანსური სერვისების სააგენტოს კრიტიკის ქვეშ და მათ ევალებათ უსაფრთხოების გაუმჯობესების გეგმის წარდგენა FSA-თვის.


კრისტოფერ ჯიანკარლოს, ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) თავმჯდომარის, თანახმად, ამერიკის რეგულატორებმა დაიწყეს ერთად მუშაობა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითობების წინააღმდეგ საბრძოლველად. მან ასევე დაამატა, რომ ერთობლივ ბრძოლაში მონაწილეობენ ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია (SEC) და ფინანსების დეპარტამენტი.

bottom of page