top of page

ტრამპის ყოფილი მრჩეველი: კრიპტოვალუტა „ნამდვილ“ თავისუფლებას მოიტანს


სტივ ბანონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, საუბრობს კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალზე.

სამშაბათს, ციურიხში, ერთ-ერთ ივენთზე მან ისაუბრა ფინანსურ და არაფინანსურ ბლოკჩეინის აპლიკაციებზე, როგორიცაა პერსონალური ინფორმაციის მართვა.


ლექციის დროს, კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგია აღწერა, როგორც შვეიცარიის პოპულისტური მოძრაობის „გული.“


მან ასევე განაცხადა: „ცენტრალური ბანკები თქვენი ვალუტების გათახსირებას ცდილობენ. ცენტრალური მთავრობა თქვენი მოქალაქეობის დაკნინებას ცდილობს. ცენტრალური ტექნოლოგიური კონგლომერატი თქვენი პერსონალური ინფორმაციის სრულუფლებიანობასა და თქვენი პირადი ინფორმაციის დაკნინებას ცდილობს.


ბანონი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა ელიტის კონტროლისგან თავის დაღწევის საშუალებაა: „ჩვენ ცენტრალურ ბანკებს კონტროლს წავართმევთ. ეს ძალაუფლებას დაგვიბრუნებს... როდესაც შენი ვალუტის, ინფორმაციისა და მოქალაქეობის მართვას დაიწყებ, მაშინ გექნება ნამდვილი თავისუფლება.“

მან ასევე განაცხადა, რომ საუკეთესო გზა გლობალური ეკონომიკური ჩაგვრის კულტურის „გასატეხად“, აუცილებელია პოპულისტური, ნაციონალური მოძრაობები, მაგალითად, რომელთა პოპულარიზაციაც მან მოახდინა აშშ-ში.


ამ პოლიტიკურ გამოსვლას მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა ევროპელ მაყურებლებში.


წყარო: coindesk.com

bottom of page