პუტინის ბრძანებით, რუსეთი კრიპტოვალუტის ბაზრის ლეგალიზაციისთვის ემზადება
რუსეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის ბაზრის ლეგალიზაციას გეგმავს 2018 წლის ზაფხულისთვის.
რუსეთის პარლამენტის ოფიციალური პუბლიკაციის თანახმად, რომელიც პირველ მარტს გამოქვეყნდა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, გეგმავს კრიპტოვალუტის ლეგალიზაციას პირველი ივლისისთვის.
განცხადების თანახმად ორი კანონპროექტია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს ეხება. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ლეგალურ მითითებებს ICO-ს გამოცემისთვის. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ცალკე კანონპროექტი მოამზადა სახალხო დაფინანსებაზე.
ხელისუფლების ორი წარმომადგენელი ძირითად სარეგულაციო საკითხებზე შეთანხმდა, თუმცა ერთი საკითხი არსებობს, რომელზეც კონსესუსამდე ვერ მივიდნენ. ცენტრალური ბანკი ეწინააღმდეგება საცალო ვაჭრებისა და ინვესტორების კრიპტოვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობას.
ანატოლი აკსაკოვმა განმარტა: „ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება, რადგან მოქალაქეებმა შეიძლება აქტიურად განახორციელონ ინვესტიციები რეალური რისკების გათვალისწინების გარეშე.“
ამ თვეს ახალი კანონპროექტის წარდგენა იგეგმება რუსეთის პარლამენტში, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგის მართვის წესებს ეხება. ალექსეი მოსტოვშჩიკოვმა განაცხადა, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებს შეეძლებათ მაინინგის საერთო ფონდში გაწევრიანდნენ და შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ კრიპტოვალუტის ამოღებაში, რომელიც ინდუსტრიული მაინინგის კრიტერიუმის ქვეშ არ ექცევა.
წყარო: cnn.com