top of page

Coinbase-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს


ამ თვეში Coinbase-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. როგორც გაირკვა, კომპანიას ბრალს დებენ თანამშრომლებისთვის კრიპტოვალუტის ჩუქებაში, სანამ მის გამოშვებას საჯაროდ გამოაცხადებდნენ. ვარაუდობენ, რომ გაცემული თანხა 5 მილიონ დოლარს აღწევს.


არიზონას მცხოვრებმა, ჯეფ ბერკმა, შეიტანა სარჩელი აშშ-ს რაიონულ სასამართლოში. მან უჩივლა Coinbase-ს, მის თანადამფუძნებელსა და CEO-ს, ბრაიან არმსტრონგს, ასევე კომუნიკაციების დირექტორს დევიდ ფარმერს. ვარაუდობენ, რომ არმსტრონგმა იცოდა სავარაუდო ინსაიდერულ ვაჭრობაზე და საქმის გამოძიებას დაპირდა, რომლის შედეგებიც გაურკვეველია.


ბიტკოინის პროტოკოლის შეცვლის შედეგად, გამოჩნდა ახალი კრიპტოვალუტა, ბიტკოინ ქეში, რომლის მიზანიც ბლოკჩეინზე ტრანზაქციების აჩქარება იყო.  ამის გამოცხადების შემდეგ, Coinbase-მა ვერ გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა თუ არა ამ ახალი კრიპტოვალუტისთვის, რომელმაც, სავარაუდოდ, მოსარჩლე დააზარალა. „ფულადი დანაკარგი ბრალდებულის არასწორი ქმედების შედეგი იყო. სარჩელში წერია: „როგორც ყველაზე დიდი კომპანია ბიტკოინის ყიდვა გაყიდვაში, ბაზარზე მისი შენარჩუნება აუცილებლობას წარმოადგენს ხალხისთვის, რომლებსაც ვალუტის ყიდვა გაყიდვა სურთ.“


19-დან 21 დეკემბრამდე პერიოდში Coinbase-მა ბიტკოინ ქეში წარადგინა. თუმცა ამ პერიოდამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი განხორციელდა:

  • ივლისში Coinbase-მა განაცხადა, რომ ის მხარს არ დაუჭერდა BCH-ს

  • Coinbase-მა კლიენტებს, რომლებსაც ვაჭრობა BCH-ში სურდათ, ურჩია, რომ ბიტკოინი გამოეტანათ

  • გადმოცემით, ინვესტორები ასეც მოიქცნენ

  • აგვისტოში Coinbase-მა BCH-ის ნაწილობრივი მხარდაჭერა გამოაცხადა

სირთულე აქ წარმოიქმნა:

  • 2017 წლის ნოემბერში, Coinbase-მა „თავისი თანამშრომლები დაასაჩუქრა BCH-ის მთლიანი მხარდაჭერისთვის“, მოსარჩლის თანახმად.

  • Coinbase-ს ვითარება 19 დეკემბრამდე საჯაროდ არ გამოუცხადებია.

  • დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ოდენობის BCH გაიცვალა Coinbase-ზე 20 დეკემბერს.

როგორც ჩანს, ვინც ვარაუდობდა Coinbase-ის BCH-ის სრულ მხარდაჭერას, ყველამ გაავსო პლატფორმა ყიდვა გაყიდვის შეკვეთებით. ბრალს დებენ იმისთვის, რომ ამ მოქმედებამ BCH-ის ფასი საგრძნობლად გაზარდა მათთვის, ვინც კომპანიის შიდა გაცვლებში არ მონაწილეობდა.


მოსარჩლე აცხადებს, რომ მისი BCH-ის შეკვეთის ტრანზაქცია ორჯერ უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ეს შეკვეთის მიცემის დროს იყო.


წყარო: cnn.com

bottom of page