4 დამნაშავე ბიტკოინისთვის ყალბი ID ბარათების გაყიდვისთვის დააკავეს
ნათელია, რომ ბიტკოინი სანდო იარაღი არაა დამნაშავეთათვის. მას აკლია ანონიმურობის ნიშნები საკმარისი ეფექტიანობისთვის. ასევე, იგი არაა ხელსაყრელი დიდი ოდენობით შემოსავლის სხვა უფრო მოსახერებელ ვალუტაში კონვერტაციისთვის. ამის გამო, 4 დამნაშავე დააკავეს ყალბი ID-ი ბარათების გაყიდვისთვის, რაც ბიტკოინთანაა დაკავშირებული.
ამ ბოლო დროს არალეგალური საქონლის ონლაინ გაყიდვა ხალხისთვის უფრო მოსახერხებელი გახდა. Darknet-ის საშუალებით ბევრი რამის შესყიდვაა შესაძლებელი, მათ შორისაა ყალბი ID ინფორმაცია. სწორედ ამისთვის დააპატიმრეს 4 ადამიანი, რომლებმაც ამ მეთოდით 5 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება ნახეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამნაშავეებმა შემოსავალი მთლიანად ბიტკოინში მიიღეს. მსოფლიოს მოწინავე კრიპტოვალუტა საკმაოდ მომხიბვლელი გახდა კრიმინალებისთვის. ეს ფულის ერთადერთი ფორმაა, რომელიც შეიძლება ბანკებისა და სახელმწიფოს ზედამხედველობის არეს გამორჩეს. ანონიმურობის ნაკლებობის მიუხედავად, დამნაშავეებს მაინც ჰგონიათ, რომ ისინი კრიმინალურ აქტს ჩაიდენენ და დასჯას თავიდან აირიდებენ. თუმცა, ასე არ მომხდარა ზემოთხსენებულ შემთხვევაში.
ოთხმა ადამიანმა ყალბი ID ინფორმაციები შექმნეს, რომლისთვისაც საჭირო ხელსაწყოებიც ჰქონდათ. გაურკვეველია, თუ რამდენი ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ. ისინი დაპატიმრეს თებერვალში, როცა აგენტებმა ბიტკოინ საფულის კონფისკაცია მოახდინეს. როგორც ჩანს, ჯგუფს ოპერაცია 2015 წლიდან ჰქონდა დაწყებული.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რას მოიმოქმედებს სახელმწიფო მიღებულ ბიტკოინებთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევის დროს, ადრე, მთვარობამ აუქციონზე საკმაოდ დაბალ ფასად გაყიდა კრიპტოვალუტა. იმავეს მოიმოქმედებს თუ არა სახელმწიფო, ჯერ უცნობია. ეს შემთხვევა კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, თუ რატომ არ უნდა გამოიყენონ დამნაშავეებმა ბიტკოინი კრიმინალური აქტივობისთვის. საბედნიეროდ, ბიტკოინით განხორციელებული არალეგალური ქმედებებისთვის უფრო და უფრო მეტ ადამიანს აკავებენ.
წყარო: livebitcoinnews.com