top of page

ილინოისის შტატი ბიტკოინის გამოყენებას გეგმავს კომუნალური გადასახადების დასაფარად


ილინოისის შტატის კანონმდებლები ფიქრობენ შემოთავაზებაზე, რომ ამ შტატში მაცხოვრებლებს უფლება მისცენ კომუნალურები კრიპტოვალუტის გამოყენებით გადაიხადონ. ილინოისი ამ მოქმედებით ამერიკის შტატების იმ მზარდ სიას შეუერთდება, რომლებიც ამ თემაზე მსჯელობენ. ეს აზრი იანვარში, არიზონაში დაიბადა, რომელსაც შემდეგ თვეს ჯორჯიას შტატიც აჰყვა. საგადასახადო გრაფაში ვკითხულობთ:

„ყველა იმ გადახდის მეთოდის გარდა, რომელიც კანონითაა მიღებული, ჩვენი დეპარტამენტი კომუნალური გადასახადების გადასახდელად კრიპტოვალუტასაც მიიღებს.“ საჯარო ჩანაწერებში ნათქვამია, რომ 5 მარტს ილინოისის შემოსავლების სამსახურმა და ფინანსურმა კომიტეტმა მიიღო ეს კანონმდებლობა. რაც შეეხება ჯორჯიას შტატს, მათი კანონმდებლები იხელმძღვანელებენ არიზონას მაგალითით. თუ კანონპროექტმა არიზონაში გაამართლა, ისინიც მიიღებენ მას. „CoinDesk“-მა ამასწინათ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც არიზონას შტატის სენატორებმა 8 თებერვალს მიიღეს კანონპროექტი (16 ხმა მომხრე-13 წინააღმდეგი). ამჟამად საქმეს შტატის წარმომადგენელთა პალატა განიხილავს. წყარო: coindesk.com

bottom of page