top of page

ბლოკჩეინს ცენტრალიზაცია სჭირდება: ჩინეთის უსაფრთხოებისა და გაცვლის საბჭოს წარმომადგენელი


ჩინური ფინანსური რეგულაციების წარმომადგენელმა განაცხადა „Two Sessions”-ის კონფერენციაზე, რომ ბლოკჩეინს ცენტრალიზაცია სჭირდება.


ჩინელთა პოლიტიკური კონსულტაციის კონფერენციაზე ჟანგ იემ, ჩინეთის რეგულაციური კომიტეტის უსაფრთხოების წარმომადგენელმა, ურჩია ჩინეთის საჯარო სექტორის მოხელეებს ისეთი განვითარებული ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინ ტექნოლოგია.


თუმცა, ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ბლოკჩეინისგან მაქსიმალური სარგებელის მიღება მხოლოდ ცენტრალიზირებული ინფრასტრუქტურის პირობებშია შესაძლებელი.


„ბლოკჩეინს დეცენტრალიზირებულ პირობებში მყარი საფუძველი ვერ ექნება, რადგან ეს პროგრამული უზრუნველყოფა ცენტრალიზირებულად იყო შექმნილი. ასეთივეა საჯარო გასაღების ინფრასტრუქტურაც, რომელიც ბლოკჩეინის მნიშვნელოვანი მახასიათებელია,“- განუცხადა ჟანგმა „Security Times”-ს, რომელიც ჩინეთში არსებული უსაფრთხოების ინდუსტრიის ოფიციალური გამოცემაა.

მან დაამატა, რომ მოვლენათა განვითარების რამდენიმე დეცენტრალიზირებული ვარიანტი მეტად მომგებიანი იქნება, მაგრამ სრულიად დეცენტრალიზებული გარემო მაინც დიდ ეჭვებს იწვევს.


„მთავარი ახლა ისაა, თუ როგორ შევძლებთ დეცენტრალიზაციის მიღწევას ცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურაში.“


ამგვარი კომენტარი პირველად არ კეთდება ჩინელი ოფიციალური პირებისგან.


გასული ოქტომბრის მონაცემებით, ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენლებმა, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორთან, იაო ქიანთან ერთად თავიანთი პოზიცია გამოთქვეს: ციფრული ვალუტა უნდა იყოს ცენტრალიზებული, მისი ფუძემდებლური ტექნოლოგიებისგან განსხვავებით.


ჯერ კიდევ იანვარში, ჩინური სახალხო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განიხილა სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი, სადაც საჯარო ბლოკჩეინი თავისი ძირითადი ფუნქციების გარეშე იყო წარმოდგენილი. მაგალითად, peer-to-peer მექანიზმისა და ანონიმურობის გარეშე, რომელიც სჩვევია ცენტრალიზებულ კრიპტოვალუტას.


ამასთანავე, ლი ლიჰუიმ, ჩინეთის ბანკის ყოფილმა დირექტორმა და ჩინეთში არსებული ფინანსური ტექნოლოგიების თვითრეგულირებადი ორგანოს ამჟამინდელმა მმართველმა, თქვა, რომ ბლოკჩეინი იცვლება IBM-ისა და R3-ისნაირად, რაც ნაწილობრივ ცენტრალიზებულ მმართველობას ნიშნავს.


წყარო: Coindesk.com

bottom of page