top of page

მექსიკელმა დეპუტატებმა წარადგინეს კანონპროექტი კრიპტოვალუტის დასარეგულირებლად


მექსიკელმა დეპუტატებმა წარადგინეს კანონპროექტი ფინანსური ტექნოლოგიების დასარეგულირებლად, რომელიც მოიცავს კრიპტოვალუტის რეგულაციასაც.


"Reuters"-ის თანახმად, ხუთშაბათს, მექსიკის დეპუტატთა საბჭომ გადასცა კანონპროექტი თავის იურისდიქციაში მყოფ პალატას და ელის მექსიკის პრეზიდენტის, ენრიკე პენა ნიეტოს, ხელმოწერას, რათა კანონპროექტი ძალაში შევიდეს.


ეს უკანასკნელი საკანონმდებლო ნაბიჯი განპირობებული იყო 2017 წლის დეკემბერს მიღებული კანონით, რომლის მიზანიც იყო კრიპტოვალუტის სტატუსის უკეთ გარკვევასთან ერთად ფულის გათეთრების პრევენცია.


“CoinDesk”-ის თანახმად, ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი ისაა, რომ კრიპტოვალუტა არ იქცეს გადახდის საშუალებად მექსიკაში, რაც 2017 წელს ცენტრალური ბანკის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მიესადაგება. ცენტრალური ბანკის იმდროინდელი პრეზიდენტის, აგუსტინ კარსტენსის, თქმით, ბიტკოინი უნდა იყოს გამოყენებადი საქონელი და არა ვალუტა.


გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იმას, რომ კრიპტოვალუტის გაცვლა ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება.


თუმცა, „The Reuter”-ის სტატია იმაზე მიგვითითებს, რომ ამ კანონპროექტს რამდენიმე თვეში სხვა კანონპროექტებიც მოჰყვება, რომლებსაც მექსიკის ფასიანი ქაღალდების კომისია, ცენტრალური ბანკი და ფინანსთა სამინისტრო წარადგენს.


მოსალოდნელი ცვლილებები შეეხება კრიპტოვალუტის მფლობელების მიერ დაფინანსების მოპოვების წესებსაც.


წყარო: coindesk.com

bottom of page