top of page

ისლანდიის პოლიცია ბიტკოინის ასობით მაინერს ეძებს


კრიპტოვალუტის მაინერების მოპარვის შემდერგ რამდენიმე პირი დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

The Associated Press”-ის თანახმად, 600 მაინერი, რომელიც აღსადგენი იქნება, მოიპარეს 4 ეტაპად დეკემბერსა და იანვარში.


11 ადამიანი, მათ შორის დაცვის თანამშრომელი, დაკავებული იქნა გამოძიების მსვლელობისას. ამ საქმეს უკვე უწოდეს „ბიტკოინების დიდი ქურდობა.“ რეიკიავიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი ბრალდებული ჯერ-ჯერობით პატიმრობაში იმყოფება, თუმცა უცნობია, თუ რა როლი მიუძღვით მათ ამ საქმეში.


ისლანდიის ოფიციალური პირების თქმით, ეს ქურდობა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ დოლარს აღწევს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქურდობაა ისლანდიის ისტორიაში. პოლიციის კომისარმა, ოლაფურ კიარტანსონმა, რომელიც რეიკიავიკის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მუშაობს, განაცხადა, რომ ასეთი მასშტაბური ქურდობა ჯერ არ მომხდარა ისლანდიაში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყველაფერი მიუთითებს ამ ქურდობის კარგად დაგეგმვაზე.


ისლანდიას, მონაცემთა დახარისხების ინდუსტრიისა და გეოთერმულ რესურსებთან წვდომის ხარჯზე, აქვს გრძელვადიანი მაინინგის ეკოსისტემა. ბოლო დღეებში, ისლანდიის პოლიტიკოსებმა დაიწყეს ახალი იდეის განხილვა, რომლის თანახმადაც მაინინგზე გადასახადი დაწესდება.


კრიპტოვალუტების ფასების ზრდიდან გამომდინარე, არავის აკვირვებს ის ფაქტი, რომ მაინერის აპარატურა კარგი მიზანია ქურდებისთვის. აქამდე ცნობილი იყო 165 მაინერის მოპარვის ფაქტი „BTCS”-ის დაწესებულებიდან, რომელიც 2016 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა.


წყარო: Coindesk.com

bottom of page