top of page

ბაზრის მიმოხილვა - 7 მარტი



ბიტკოინი (BTC)


ბიტკოინის ღირებულება წერის მომენტში 10,518 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 5.28%-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაეცა.

ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია (მონეტების რაოდენობა x ფასი) თითქმის 179 მილიარდია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 7.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.



ეთერი (ETH)


ეთერის ღირებულება წერის მომენტში 782 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 6.78%-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება, ბიტკოინის მსგავსად, ბოლო რამდენიმე საათში დაეცა.

ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 76.9 მილიარდი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


რიპლი (XRP)


ამ ორი უმსხვილესი კრიპტოვალუტის მსგავსად, ფასის ვარდნა ფიქსირდება კრიპტოვალუტა რიპლზე. წერის მომენტში მისი ღირებულება 0.8 აშშ დოლარია, რაც ფასის 5.59%-იანმა შემცირებამ გამოიწვია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის დასაწყისში 0.9 აშშ დოლარს შეადგენდა.

რიპლის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 35.4 მილიარდი დოლარია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობა თითქმის 797 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.



სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები:


რუსეთის პარლამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელიც პირველ მარტს გამოიშვა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პირველ ივლისამდე კრიპტოვალუტების რელევანტური კანონდმებლობის შემოღება ბრძანა ქვეყანაში. რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ლეგალური წესების შემუშავება დაიწყო ICO-ებზე, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კი კანონმდებლობის დრაფტი მოამზადა Crowdfunding-ისთვის.

bottom of page