8 მიზეზი, რის გამოც Telegram ICO შეიძლება წარუმატებლად ჩატარდეს
ინვესტორები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ Telegram-ის ამბიციური ბლოკჩეინის პროექტი შეიძლება არ გამართლებულიყო.
მომავალმა მყიდველებმა 9 გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს, სადაც რისკების შესახებ იყო ინფორმაცია მოცემული. ტრადიციული ბაზრისთვის, ასეთი გაფრთხილებები უცხო არაა. დოკუმენტში თითქმის ყველაფერი წერია იმის შესახებ, თუ რა და როგორ შეიძლება არ გამართლდეს.
Coindesk-ის თანახმად, კრიპტოვალუტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მომხმარებლებს შორის გადასახადებისთვის და Telegram-ის ღია ქსელის სერვისებისთვის.
Coindesk-მა ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება წამოჭრილიყო კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემდეგ.
1. გაურკვეველი რეგულაციები
ხალხისთვის მარეგულირებლების გადაწყვეტილება არაპროგნოზირებადია. დოკუმენტის თანახმად, უცნობია, მთავრობა როგორ გააკონტროლებს ასეთ ტექნოლოგიებს.
თუ რეგულაციები საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, სახელმწიფომ Telegram-ს შეიძლება ქვეყნის დატოვება ან პროექტის დახურვა მოსთხოვოს.
სამაგიეროდ, ვიკტორ მანგაზეევმა, MyDFS-ის CEO-მ, განაცხადა, რომ რეგულაციების ასპექტში Telegram-ი შეიძლება მსგავს კომპანიებს სჯობდეს.
ცოტაა Telegram-ზე უფრო დიდი მსგავსი აპლიკაცია, მაგრამ ლიდერები, WhatsApp და Facebook Messenger-ი, აშშ-ია დაფუძნებული, რომელიც თავს იკავებს კრიპტოვალუტისაგან. სხვა დომინანტური პლატფორმა არის WeChat-ი, მაგრამ ის ჩინეთიდანაა, რომელიც ნეგატიურადაა განწყობილი კრიპტოვალუტის მიმართ.
„მესენჯერებიდან, ამ ორი ქვეყნის გარეთ, ყველაზე მეტად ტექნოლოგიურად იმედის მომცემი Telegram-ია“ - განაცხადა მანგაზეევმა.
2. ლეგალური და სარეგულაციო ფაქტორები
დოკუმენტში წერია, „TON ბლოკჩეინი იმუშავებს ახალ და განვითარებად ლეგალურ და სარეგუალციო გარემოში. ბლოკჩეიენზე და ჭკვიან კონტრაქტებზე არაა კანონები და სასამართლო გადაწყვეტილებები მიღებული.“
დამატებით წერია, რომ შეიძლება ლიცენზიები გახდეს საჭირო, კრიპტო-სპეციფიკური ლიცენზიების ჩათვლით, რომლებიც სახელმწიფომ შეიძლება შექმნას მონეტების გაყიდვის შემდეგ.
3. საჯარო და კერძო მოქმედებები
აშშ-ს მარეგულირებლებმა შეიძლება იძულების მეთოდს მიმართონ.
ჯოი დიპასქელმა Bitbull Capital-დან CoinDesk-ს განუცხადა, რომ მას ტელერგამის ICO-ში ინვესტირება არ განუხორციელებია და ფიქრობს, რომ ეს ICO SEC-ის რადარზე გამოჩნდება.
„მე მოლოდინი მაქვს, რომ SEC-ი ყურადღებას მიაქცევს TON-ს, რადგან ის ყველაზე დიდი ICO იქნება. ამ ICO-ს მონაწილეებმა ეს უნდა გაითვალისწინონ“ - დაწერა მან ელექტრონულ მეილზე.
კომპანია იყენებს SAFT სტრუქტურას გაყიდვებისთვის, რაც დამტკიცებულია, რომ აშშ-ს უსაფრთხოების კანონებს არ არღვევს. თუმცა, თუ SEC-მა გადაწყვიტა, რომ SAFT-ი არაა დამაკმაყოფილებელი, ეს შეიძლება პრობლემა აღმოჩნდეს ყველაზე დიდი ICO-თვის.
4. TON-ის განვითარება და გამოშვება
დოკუმენტში წერია „Telegram-მა შეიძლება ვერ შეინარჩუნოს დეველოპერების სერვისები, რომელიც საჭიროა TON ბლოკჩეინის პროგრესისა და წარმატებული გამოშვებისთვის.“
5. ბლოკჩეინების თანდაყოლილი რისკი
განცხადებაში ხაზია გასმული ღია ბლოკჩეინების თანდაყოლილ რისკებზე. ეს კოდში შეცდომებსაც მოიცავს.
ის, რაცა დაშიფრულია, არაა დაცული. დამატებით ცვლილებებია საჭირო, რათა სისტემა არ დაინგრეს.
6. TON-ისა და Telegram-ის ინტეგრაცია
ამ შემოთავაზების პოპულარობა, რა თქმა უნდა, Telegram-ის აქტიურმა მომხმარებლებმა განაპირობეს. TON ბლოკჩეინის ინტეგრაცია შეიძლება ვერ მოხერხდეს მესენჯერში. დოკუმენტში წერია „Gram-ის ვალუტად გამოყენება Telegram-ში შეიძლება უფრო შეზღუდული იყოს არსებულ ეკოსისტემაში, ვიდრე მოსალოდნელი იყო.“
7. გამომცემელი და კაპიტალის გამოყენება
Telegram-ს არანაირი შეზღუდვა არ აქვს კაპიტალის გამოყენებაზე. TON-ი თუ ვერ შექმნეს და კონტრაქტის გაუქმება მოუწიათ მომხმარებლებთან, შეიძლება ფული არ დარჩეს გადასანაწილებლად, რომელიც გრამის მფლობელებს ეკუთვნით.
„შეზღუდვების ნაკლებობა Telegram-ს აძლევს საშუალებას, რომ მიღებული კაპიტალი მთლიანად მესენჯერში დააბანდოს, მიუხედავად იმისა, ბლოკჩეინს გამოუშვებს თუ არა“. - განაცხადა ანტონ როზენბერგმა, VKontakte-ს ყოფილმა მთავარმა ტექნიკურმა ოფიცერმა.
„მათ, მაგალითად, მთელი ფული 10 წლიანი სერვერების შესყიდვაში გამოიყენეს,“ დაამატა მან.
8. ბლოკჩეინის და კრიპტოს ყველაზე ცუდი შემთხვევა
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არაა აღნიშნული ყველაზე სახიფათო შემთხვევა. შემთხვევა, რომლის დროსაც Google-მა და Apple-მა შეიძლება თავიანთი ელექტრონული მაღაზიიდან წაშალონ Telegram-ი.
გურინოვიჩმა განაცხადა: „ყველაზე ცუდ შემთხევაში, თუ აპლიკაცია წააშალეს ელექტრონული მაღაზიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ორი კომპანია არ იყო ჩართული ფინანსურ ტრანზაქციებში, ვერანაირი სასამართლო ვერ იქნება აუდენციის დასაბრუნებლად.“
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაიკ ბუროვმა, Cindicator-ის CEO-მ, განაცხადა, რომ Telegram-ში ინვესტირება ინდუსტრიისთვის დადებით შედეგს გამოიღებს: „ეს ბაზრისთვის ახალი მიღწევა იქნება. ეს მათი გზაა, რომ ფული დააბანდონ იდეაში: ‘ნდობა კრიპტოში, ნდობა დეცენტრალიზებაში.’ ეს მათი ინვესტიციაა ეკოსისტემაში.“
წყარო: coindesk.com