„კრიპტოვალუტა ვერ გახდება ფული“ - ინგლისის ბანკის დირექტორი
ინგლისის ბანკის დირექტორმა განაგრძო კრიპტოვალუტის კრიტიკა, რადგან ფიქრობს, რომ ის ვერ შეასრულებს ფულის ფუნქციას.
კარნიმ, რომელიც დიდი ოცეულის ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარეა, გამოთქვა თავისი მოსაზრება შოტლანდიის ეკონომიკურ კონფერენციაზე.
მანამდე, კარნიმ ლონდონში დაარსებული „რეჯენტის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს განუცხადა, რომ ბიტკოინი არაა ლეგიტიმური ვალუტა და ეს მოსაზრება იმავე არგუმენტებით გაამყარა.
კრიპტოვალუტების ფასი ჯერაც გაურკვეველია, თუმცა, მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ კრიტიკა უსამართლოა, ვინაიდან კრიპტოვალუტა 10 წელიც კი არაა მიმოქცევაში და ბევრმა ადამიანმა მის შესახებ მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში გაიგო.
მართლაც, მათი არასტაბილურობის მიზეზი ისაა, რომ ზუსტი ფასი ჯერაც უცნობია. ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ფასზეა დამოკიდებული კრიპტოვალუტის როლი თანამედროვე ფინანსურ სისტემებში. ეს მიზეზი ხსნის იმ ფაქტსაც, თუ რატომ იყენებენ კრიპტოვალუტების მფლობელები ჩვეულებრივ ფულს და ინახავენ მონეტებს.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა ჯერ არც ისე ხშირად გამოიყენება, როგორც გადახდის მეთოდი, ნათელია, რომ მათი როლი მალე გაიზრდება. ამას ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიც მიიღო „Lightning Network”-მა, რის შედეგადაც ბრიტანეთის მცირე ბიზნესის მფლობელებმა შესაძლოა ახლო მომავალში კრიპტოვალუტაც მიიღონ, როგორც გადახდის საშუალება.
უნდა აღინიშნოს, რომ კარნი, თავისი კრიტიკის მიუხედავად, ხვდება, რომ კრიპტოაქტივები ფინანსური სისტემის მეინსტრიმული ნაწილი გახდა. მისი კრიტიკაც სწორედ იმისკენაა მომართული, რომ კრიპტოაქტივები უნდა დარეგულირდეს იმავე სტანდარტებით, როგორსაც ჩვეულებრივი აქტივები ექვემდებარება.
წყარო: ccn.com