top of page

რატომ შეწყვიტა ორმა ინდურმა კრიპტოვალუტის ბირჟამ ვაჭრობა?


ორმა ინდურმა კრიპტო-ვალუტის მწარმოებელმა კომპანიამ: , „Btcxindia“-მ და „Ethexindia“-მ განაცხადა, რომ ისინი 5 მარტიდან შეწყვეტენ კრიპტოვალუტით ვაჭრობას, როგორც „Economic Times“-ი იტყობინება.

ამ ორ პლატფორმას 35 000 წევრი იყენებდა. „Btcxindia“ უკვე 4 წელია, რაც ფუნქციონირებს და ის ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბიტკოინების გადამცვლელი კომპანიაა. თუმცა, წინა წელს, ამ პლატფორმამ თავი დაანება ბიტკოინებით ვაჭრობას და ის „ripple“-ით ჩაანაცვლა. „Btcxindia“-მ ახლახანს გამოაქვეყნა ცნობა, სადაც ამბობს,- „მომხმარებლებს ვურჩევთ, რომ გამოიტანონ თავიანთი დანაზოგები 4 მარტის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ანგარიშებს დაეკისრებათ გადასახადები. XRP/INR ვაჭრობა შეწყდება 5 მარტს.“

„Ethexindia“ მათივე ვებგვერდის მიხედვით არის პირველი, ვინც ინდოეთში ეთერით ივაჭრა. პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს უკვე ორი წელია, ეთერის გაცვლას სთავაზობს რუპებში, ასევე გააუქმა INR და ETH დეპოზიტები. „შემდეგში მიღებული ყველა სახის დეპოზიტი ავტომატურად გადაიგზავნება შესაბამის საბანკო ანგარიშზე. ETH/INR ვაჭრობა 2018 წლის 1 მარტს გაუქმდა. მომხმარებლებს თავაზიანად ვურჩევთ, გამოიტანონ თავიანთი დანაზოგები“-დასძინა კომპანიამ.

ორივე კომპანია იმართება „S Capital Solutions Pvt Ltd“-ის მიერ. ამ ორი პლატფორმის გარდა „S Capital“-ს აქვს 12%-იანი წილი „Crypt E Tech Solution“-ში, რომელიც, თავის მხრივ, ბიტკოინის გადახდების სერვისზე, „Blockonomics“-ზე, პასუხისმგებელი კომპანიაა. ინდოეთის მთავრობა განიხილავს კრიპტოვალუტებისათვის დადგენილ მარეგულირებელ ჩარჩოებს. „Btcxindia“-მ ინფორმაცია მიაწოდა საკუთარ წევრებს, რომ,- „როგორც უკვე ბიუჯეტის თემაზე სასაუბროდ გამართულ სიტყვით გამოსვლაში მოვისმინეთ, მთავრობა კრიპტოვალუტით ვაჭრობის წინააღმდეგია. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა მთავრობის ქმედებებიდან წინა წელს. მათ ჩაგვაყენეს დიდი სტრესის ქვეშ და ისეთი პირობები შეგვიქმნეს, რომ ბიზნესის პროფესიონალური მანერით წარმართვა შეუძლებელი გახდა“

კომპანიამ ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ- „სანამ ახალი წესები კრიტოვალუტისა და ბლოკჩეინის წინააღმდეგ ისევ ძალაშია, ჩვენ ვწყვეტთ ვაჭრობას“. კომპანიის თქმით, ახლა ისინი კონცენტრირებულები მხოლოდ ბკლოკჩეინის საკონსულტაციო საქმიანობებზე არიან.


წყარო: news.bitcoin.com [if !supportLineBreakNewLine] [endif]

bottom of page