top of page

ვენესუელას პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ ბილეთები პეტროს სანაცლოდ გაყიდო


ვენესუელას კრიპტოვალუტის გამგემ, კარლოს ვარგასმა, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ავიაკომპანია ახლა PTR-ს და სხვა კრიპტოვალუტას გადახდის საშუალებად იღებს.

ეს მოქმედება პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ინსტრუქციების მიხედვით განხორციელდა. მიღებული გადაწყვეტილება კი მან ტვიტერით განაცხადა.


ამ თვის დასაწყისში მადურომ ბიზნესებს, რომლებიც სახელმწიფოს ქონებაა, განუცხადა, რომ პროდუქტების და სერვისების გაყიდვასა და შესყიდვების დროს ტრანზაქციები პეტროში განეხორციელებინათ. ეს ბიზნესებია PDVSA, სახელმწიფოს ქონებაში არსებული ნავთობის და ბუნებრივი აირის კომპანია და CVG, დეცენტრალიზებული კონგლომერატი.


ადგილობრივი საინფორმაციო კომპანიის, Telesur-ის, თანახმად, პეტრო 20 თებერვალს გამოიშვა, რომლითაც დაინტერესდნენ ინვესტორები 127 ქვეყნიდან. CNN-მა განაცხადა, რომ 171 ათასზე მეტი ინდივიდი და კომპანია იყო დარეგისტრირებული წინსაწარი გაყიდვებისთვის.


თუ ნიკოლას მადუროს დავუჯერებთ, ვენესუელას კრიპტოვალუტა პირველ დღეს 735 მილიონი დოლარის ოდენობით გაიყიდა. Telesur-მა განაცხადა, რომ პეტრომ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია გაყიდვებში, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ მოგვეპოვება.


დამკვივებლემბა აღმოაჩინეს რომ NEM საფულეს, რომელსაც სახელმწიფო ფლობს, ჯერ კიდევ არ გადაუნაწილებია მილიონობით პეტრო.


აშშ-მ განაცხადა, რომ ვენესუელას კრიპტოვალუტა სანქციებისგან თავის არიდების იარაღია. სენატორებმა სანქციების დადგენილებით უარყვეს კრიპტოვალუტა. ამასთან, ვენესუელას კონკგრესმა PTR-ს გაყიდვა არალეგალურად გამოაცხადა.


მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა მეორე კრიპტოვალუტის გამოშვება დაგეგმა - პეტრო გოლდის, რომელიც ძვირფასი ლითონებით იქნება გამყარებული. CNN-ის გადმოცემით, ინფორმაცია პეტრო გოლდის შესახებ 22 თებერვალს გავრცელდა. იმ დროს ვენესუელას ლიდერმა განაცხადა: „შემდეგ კვირას მე გამოვუშვებ პეტრო გოლდს, რომელიც ოქროთი იქნება გამყარებული, რაც კიდევ უფრო ძლიერია და პეტროსაც გაამყარებს.“


პეტროს წინასწარი გაყიდვების შემდეგ, სხვა ქვეყნებმაც გააშუქეს თავიანთი გეგმები ნაციონალური კრიპტოვალუტის გამოცემის შესახებ. ეს ქვეყნებია ირანი და თურქეთი.


წყარო: ccn.com

bottom of page