top of page

FDIC-ის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, კრიპტოვალუტები არ უნდა აიკრძალოს


ამერიკის ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციის (FDIC) ყოფილმა პრეზიდენტმა, შეილა ბეირმა, განაცხადა, რომ ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტები კანონგარეშე არ უნდა იყოს.


FDIC ფედერალური ხელისუფლების სააგენტოა, რომელიც საბანკო დეპოზიტებისთვის დაზღვევებს აწარმოებს. კომპანიის ყოფილი თავმჯდომარის შემოთავაზებით, კრიპტოვალუტების გარშემო არსებული აქტივობები აკრძალვის მაგივრად, რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდეს. შეილას თქმით, ბიტკოინი ამერიკულ დოლარს ჰგავს, თანდაყოლილი ღირებულების არარსებობით.


„არამგონია, რომ კრიპტოვალუტები უნდა აიკრძალოს - თქვენს ჯიბეებში არსებულ მწვანე ქაღალდებს თანდაყოლილი ღირებულება არ გააჩნია. ღირებულება დაფუძნებულია იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე. ეს ასეა ყველა ვალუტისთვის.“ - განაცხადა შეილამ ერთ-ერთ ინტერვიუში.


ბეირს მსგავსი შეხედულებები კრიპტოვალუტებზე ადრეც გამოუთქვამს. მისი აზრით, ფულის ღირებულება ვაჭრობის დაწყებიდან უფრო მეტად დამოკიდებულია „ფსიქოლოგიაზე, ვიდრე ფიზიკურ ატრიბუტებზე.“


აღსანიშნავია, რომ შეილა, რომელიც FDIC-ის თავმჯდომარე იყო ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას დროს, 2006 წლიდან 2011 წლამდე, Forbes-ის მიერ შეფასებულია, როგორც მსოფლიოში მეორე ყველაზე გავლენიანი ქალი გერმანელი კანცლერის, ანგელა მერკელის შემდეგ. ამასთან, ყოფილი თავმჯდომარე ახლა ბლოკჩეინ სტარტაპის, Paxos-ის, დირექტორთა გუნდის წევრია.


„მივცეთ ბაზარს საშუალება, გადაწყვიტოს რა ღირს ის. სწორედ ამას აკეთებს ის ახლა.“


წყარო: ccn.com

bottom of page