top of page

ლიხტენშტაინის ბანკმა თავის კლიენტებს კრიპტოვალუტაში ინვესტირების საშუალება მისცა


ლიხტენშტაინში დაარსებული ბანკი გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თავის კლიენტებს კრიპტოვალუტაში პირდაპირი ინვესტირების საშუალება მისცა.


ამ განცხადების გაკეთებისას, “Frick” ბანკმა აღნიშნა, რომ პირველი კრიპტოვალუტები, რომლებთანაც წვდომა ექნებათ მომხმარებლებს, იქნება ბიტკოინი, ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი, რიპლი და სხვა. ბანკის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მთავარი მიზანია ისეთი კლიენტების მოზიდვა, რომლებსაც შეეძლებათ კრიპტოვალუტის ყიდვა დოლარის, ევროს ან შვეიცარიული ფრანკის საშუალებით.


კრიპტოაქტივებს, რომლებიც ბანკის ზედამხედველობის ქვეშ იქნება, შეინახავენ ე.წ. „Cold Wallet”-ში. საფულე კრიპტოვალუტასთან წვდომის სპეციალურ გასაღებს ოფლაინ რეჟიმში შეინახავს, რის შედეგადაც ეს ინფორმაცია დაცული იქნება ჰაკერებისგან. გაცვლითი ოპერაციები ჩატარდება ლიხტენშტაინისა და ევროპის კანონებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.


„მომხმარებლებს კრიპტოვალუტაში ინვესტირება შეეძლებათ თავიანთი ვინაობის დადგენისა და დადასტურების შემდეგ. ეს პროცესი აგრეთვე მოიცავს ინვესტირებული ფულის წარმომავლობის დადგენას,“ - ნათქვამია განცხადებაში.


„ჩვენი სერვისი ბევრ კომპანიას სჭირდება მსოფლიო მასშტაბით,“ - აღნიშნავს ჰუბერტ ბიუჩელი, ბანკის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი. „ჩვენი მიზანია კრიპტო-ბანკინგის ჩვეულებრივი საბანკო საქმიანობის დონემდე მიყვანა.“


ეს ცვლილება ხაზს უსვამს იმას, რომ ამ რეგიონში მყოფი ფინანსური ინსტიტუტები ცდილობენ კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ზრდისა და ბლოკჩეინის განვითარების მხარდაჭერას.


„CoinDesk”-ის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა, “Falcon Group”-მა, „Bitcoin Suisse AG“-თან გაფორმებული პარტნიორობის საშუალებით თავის კლიენტებს ბიტკოინების ყიდვის სერვისი შესთავაზა .


წყარო: coindesk.com

bottom of page