Walmart-ი ბლოკჩეინს იყენებს უფრო „ჭკვიანი“ გზავნილებისთვის
Walmart-ი გეგმავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას გზავნილების მონიტორინგის სისტების გასაუმჯობესებლად.
USPTO-ს მიერ გამოცემულ აპლიკაციაში, ვოლმარტი აღწერს „ჭკვიან ამანათს“, მოწყობილობას, რომლის მეშვეობითაც ჩაიწერება ინფორმაცია ბლოკჩეინზე. ეს ინფორმაცია მოიცავს ამანათის მდგომარეობას, მის მდებარეობას, გარემო პირობებს და ა.შ. ასევე, ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია თვითმართვად ტრანსპორტთან ერთად, როგორიცაა დრონი.
პატენტი 2017 წლის აგვისტოში წარადგინეს. ამავე წელს ბლოკჩეინზე დაფუძნებული დრონის გადამზიდი სისტემაც წარმოადგინეს.
Walmart-ი ამ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ონლაინ შოპინგთან ერთად გაჩნდა მიწოდების რამდენიმე პრობლემა, კონკრეტულად ეს ეხება პროდუქტებს, რომლებიც ნადგურდება შესაბამისი ტემპერატურის კონტროლის გარეშე, რაც დამატებით ინოვაციას საჭიროებს.
Walmart-ი დოკუმენტში წერს: „ხშირად ონლაინ მომხმარებლები ისეთ პროდუქტებს ყიდულობენ, რომლის გადასაზიდად კონტროლირებადი გარემოა საჭირო და მოითხოვენ დამატებით უსაფრთხოებას.“
კომპანიას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება არა მარტო დრონების გადაზიდვის სისტემაში უნდა, არამედ ბიზნესის სხვა სფეროებშიც.
გასულ წელს კომპანია IBM-ის პარტნიორი გახდა, საკვების სხვა ინდუსტრიებთან ერთად, როგორებიცაა Kroger, Nestle და ა.შ., რათა ბლოკჩეინი გამოეყენებინა საკვების მონიტორინგისთვის.
წყარო: ccn.com