top of page

CFTC თანამშრომლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის უფლებას აძლევს


სააგენტოს მომსახურე პერსონალის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების საპასუხოდ, CFTC-იმ თანამშრომლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის უფლება მისცა.


5 თებერვალს, Bloomberg-ის განცხადების თანახმად, CFTC-ის გენერალურმა მრჩეველმა, დანიელ დევისმა, თქვა, რომ სააგენტომ კრიპტოვალუტა ჩვეულებრივ საქონლად მიიჩნია და ამიტომ მისით ვაჭრობა ისევე შეიძლება, როგორც ძვირფასი ლითონებით, ნავთობის ცილინდრებით და სხვა საქონლით.

მიუხედავად ამისა, ეს მოქმედების კურსი შესაძლებელია სახიფათო აღმოჩნდეს. მაგალითად, არაა გარანტირებული, რომ თანამშრომლებმა დასაშვები რაოდენობის კრიპტოვალუტით ივაჭრონ, ან შეიძლება რეგულაციების სააგენტოსგან მიღებული ინსტრუქციებით არ იმოქმედონ.


„ამ გარემოში ჩვენი თანამშრომლების ქმედება შეიძლება საჯარო განხილვის თემა გახდეს,“ წერს დევისი. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი საქმიანობა არ უნდა არღვევდეს კანონებს.“


ამასთან დამატებით, CFTC-ის თანამშრომლებს არ აქვთ ბიტკოინ ფიუჩერსებში (ვადიანი საბირჟო კონტრაქტი) ინვესტირების უფლება, ეს კი რეგულაციების სააგენტოს მიერაა განსაზღვრული.


„თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის, ვინც ბიტკოინის მფლობელია, უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს ბიტკოინთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან ეს ინტერესების კონფლიქტს წარმოადგენს,“ - თქვა ერიკა რიჩარდსონმა, CFTC-ის თავჯდომარის ჯ. ქრისტოფერ გიანკარლოსის პრესპიკერმა.


CFTC-ის არ აქვს ზედამხედველობის უფლებამოსილება კრიპტოვალუტის გაცვლებზე, რომელიც რეგულირდება სახელმწიფოს ფულის გადაცემის კანონის მიერ. მიუხედავად ამისა, სააგენტო ზედამხედველობს კრიპტოვალუტის ფიუჩერსის ბაზრებს. ზედამხედველებს შეუძლიათ, გამოძიება ჩაატარონ თაღლითობაზე კონკრეტულ ბაზარზე.


სააგენტოს აკირიტიკებენ რბილი მიდგომისთვის კრიპტოვალუტის რეგულაციებზე, თუმცა თავმჯდომარე გიანკარლოს მრავალი ინვესტორი მაინც პატივს სცემს, რაც მან შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებული კომენტარით დაიმსახურა.


„მე მგონია, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, პატივისცემით მოვეპყროთ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ასეთი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი ვირტუალური ვალუტის მიმართ, ჩვენ მათ გონივრულად და ბალანსირებულად უნდა ვუპასუხოთ და არა უპატივცემულოდ.“ - თქვა მან და დაამატა, რომ DLT არ იარსებებდა, ბიტკოინი რომ არ ყოფილიყო.


წყარო: ccn.com

bottom of page