რატომ გადადო იაპონურმა SBI-მ კრიპტოვალუტის გაცვლითი პუნქტის ამუშავება?

იაპონურმა საფინანსო გიგანტმა, SBI ჯგუფმა, გადადო კრიპტოვალუტის გაცვლის, ანუ ყიდვა-გაყიდვის ობიექტის გახსნა , რადგან საჭირო გახდა კიბერუსაფრთხოების გაძლიერება.
ამ კვირის განცხადებაში, SBI ჯგუფმა დაადასტურა კრიპტოვალუტის გაცვლის ობიექტის, SBI Virtual Currencies, გახსნის გადადება, რომელიც იაპონიისთვის პირველი ბანკის მფლობელობაში მყოფი კრიპტოვალუტის ბირჟაა.
CCN-ის 2016 წლის ოქტომბრის განცხადების თანახმად, SBI გახდა პირველი ბანკი, რომელმაც კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადა. SBI Virtual Currencies, რომელიც დაარსდა 2016 წლის ნოემბერში, ამ პლატფორმის ახალი განშტოება გახდა, თუმცა გაცვლითი ოპერაციები ჯერაც არ ჩატარებულა და მუდმივად გადადებას ექვემდებარება. SBI ჯგუფს ამ პროცესების გადადება უწევს მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სერვისების სააგენტომ, რომელიც იაპონიაში საფინანსო საქმიანობას არეგულირებს, ისინი ვირტუალური ვალუტის მოვაჭრეებად ცნო 2017 წლის სექტემბერს.
ბანკმა განაცხადა, რომ სპეც კლიენტების გარკვეულმა ჯგუფმა ყველა ფორმალობა უკვე მოაგვარა, რათა პროფილი გახსნას, თუმცა ჩვეულებრივ კლიენტებთან ერთად მათ მოუწევთ გაურკვეველი დროით მოცდა, სანამ გაცვლითი პლატფორმა ამუშავდება.
აგრეთვე, SBI ჯგუფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გადადებები მხოლოდ უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობითაა გამოწვეული.
ბოლო განცხადებებში ნათქვამია:
"ჩვენ გადავწყვიტეთ რომ კიდევ გვჭირდება დრო უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად, რითიც მომხმარებლების მიერ აქტივების მართვა უფრო დაცული იქნება და მომხმარებელთა სისტემის მენეჯმენტი გაუმჯობესდება"
აღსანიშნავია, რომ ეს დაყოვნება ზუსტად დაემთხვა FSA-ის მიერ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის გაძლიერებულ კონტროლს, რაც მოიცავს მარეგულირებლის მიერ გარიგების ადგილზევე შემოწმებას. ყოველივე ეს კი განპირობებულია $530 მილიონი ოდენობის ქურდობით, რომელიც ტოკიოში დაარსებული კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის პუნქტში, “Coincheck”-ში, მოხდა. იაპონიის უდიდესი გაცვლითი ობიექტები აპირებენ გაერთიანებას, რათა შექმნან თვითრეგულირებადი ორგანო კიბერუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და საკუთარი მომხმარებლების დასაცავად.
წყარო: ccn.com