top of page

''ოქროს საწმისი'' - ქართული კრიპტოვალუტა


„ჩვენ არ ვაგროვებთ ოქროს მდინარეებში, ოქროს ვერძის მატყლისგან როგორც ამას ბერძნულ-ქართული მითი არგონავტების შესახებ მოგვითხრობს, მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ რეალური კრიპტოვალუტის მაინინგს.“ ვკითხულობთ ახალი ქართული სტარტაპის ვებ-გვერდზე. კრიპტო პროექტი, რომელმაც არგონავტების ლეგენდა გაგვახსენა. „ოქროს საწმისი“ - ქართული პოტენციური კრიპტო სტარტაპი, რომელიც მიზნად ისახავს მაინინგ დატა-ცენტრების აშენებას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში მაინინგი ძალიან მიმზიდველია ელექტრონული ენერგიის დაბალი ფასების გამო. ორიოდ წლის წინ Bitfury-ის გუნდმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა და საქართველოში მრავალმილიონიანი მაინინგ-ცენტრები ააშენა. ამ ტრენდს ქართველებმაც აუწყვეს ფეხი, რომლებსაც გუნდში ჰარვარდის და სტენფორდის კურსდამთავრებულები ჰყავთ და საკმაოდ რეალური პროექტი შემოგვთავაზეს. რისკების დივერსიფიცირების მიზნით, ისინი აპირებენ სხვადასხვა ალტქოინების მოპოვებას, როგორებიცაა: ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი, დეში და ვერჯ ქოინი. ინვესტორები, რომლებიც მათ ვალუტას, GFL-ს, შეიძენენ, გამომუშავებული სახსრებიდან მიიღებენ დივიდენდებს. ეს დივიდენდები, პესიმისტური პროგნოზით, თვიურად 7-8% იქნება. აქედან გამომდინარე, მათ მიერ ვალუტის შეძენა საკმაოდ მომგებიანად ჟღერს და ასევე გასათვალისწინებელია მისი შესაძლო ფასის ზრდაც..

ყოველთვის, როდესაც კრიპტო სტარტაპს ვაფასებთ, ვითვალისწინებთ, ყველაზე მნიშვნელოვანს, მის სანდოობას. მოდი, მიმოვიხილოთ ის, რაც უკვე სახეზეა და რასაც პროექტის ავტორებმა უკვე მიაღწიეს, კერძოდ კი :

  • 200 000$-იანი ინვესტიცია ;

  • ორი საცდელი დატა-ცენტრი თბილისსა და კახეთში. მათი საშუალო შემოსავლიანობა კრიპტოვალუტების სექტემბრის კურსით თვიურად 6,000$ იყო, რაც ამ მომენტისთვის გაცილებით მეტი იქნება.

ხელშეკრულება ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან, სადაც აშენდება დატა-ცენტრი. აღნიშნული ტერიტორია, საქართველოს კანონმდებლობით, გადასახადებისგან თითქმის თავისუფალია; Monkey Capital-ის 25%-იანი თანაინვესტირება. ჩამოთვლილი საკითხები უკვე დადებით მოლოდინებს აჩენს, თუმცა კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი მათი გუნდის შემადგენლობაა. მათ ჰყავთ საკმაოდ გამოცდილი გუნდი და თამამად შემიძლია ვთქვა, ამ პროექტის მართვა ნამდვილად შეუძლიათ. პროექტის აღმასრულებელი დირექტორია ვახტანგ გოგოხია, ფინანსურ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით. უფროსი კონსულტანტი, მაკროეკონომისტი, ილია გოგიჩაიშვილი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი. ნიკოლოზ ხიდურელი, მრჩეველი, სტენფორდის მაგისტრი. რაც ძალიან დადებითი ფაქტია, მათი გუნდის წევრებზე ინფორმაცია იძებნება და და ყოველთვის შესაძლებელია მათთან კონტაქტი. რაც შეეხება უარყოფითებს, საკმაოდ მწირეა მათი Golden paper.

მიუხედავად იმისა, რომ აღწერილია პროექტის დეტალები, არ გვხვდება კომენტარები უშუალოდ კრიპტოვალუტის დაცულობასა და უსაფრთხოებაზე. ასევე არაფერია ნათქვამი დეცენტრალიზაციაზე, რაც საკმაოდ ცუდია კრიპტო სტარტაპისთვის. კიდევ ერთი, რამაც მათი წარმატება შეიძლება შეაფერხოს, არის მათი სოციალურ ქსელებში პასიურობა. თუმცა, როგორც მათი გამოსვლებიდან ჩანს, ისინი შედარებით მსხვილ ინვესტორებზე აკეთებენ ფოკუსირებას. ბოლო ფაქტორი, რომელსაც მინდა რომ შევეხო, არის მედია და მარკეტინგი. ამ შემთხვევაშიც მათ საქართველოში საკმაოდ პოპულარული მედიასაშუალებები აშუქებენ, მაგ: TV პირველი და ფორბსის ქართული გამოცემა. მათი აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ გოგოხია, ასევე ერთვება უცხოურ სატელევიზიო გადაცემებში. აღსანიშნავია, რომ მას, ცოტა ხნის წინ, ინტერვიუ ბლუმბერგის გამოცემასთან ჰქონდა. ისინი ესწრებიან სხვადასხვა ბლოკჩეინ ფორუმებს და აცნობენ საკუთარ პროდუქტს პოტენციურ მომხმარებლებს. რომ შევაჯამოთ, „ოქროს საწმისი“, სხვა ქართული სტარტაპებისგან განსხვავებით, გვთავაზობს რეალურ პროექტს, ჰყავს გამოცდილი გუნდი, ასევე, მათ მოპოვებული აქვთ ნდობა ქართულ მედია სივრცეში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მაინინგი წარმატებული და ჯერ კიდევ ახალი ბიზნესია, ჩემი აზრით, „ოქროს საწმისი“-ს გუნდს საკმაოდ კარგი მომავალი აქვს. სულ მცირე, ღირს, რომ მათ მომავალ ნაბიჯებს თვალი ვადევნოთ

წყარო: goldenfleece.co

bottom of page