ბიტკოინის SegWit-ით განხორციელებული ტრანზაქციები იმატებს
Bitcoin Core 0.16-ის განახლების შედეგად SegWit-ის მოხმარების მაჩვენებლი საგრძნობლად გაიზარდა. ეს მკვეთრი ცვლილება განაპირობა Coinbase-მა და Bittrex-მა, რომლებმაც ახალი ტექნოლოგია თავიანთ პლატფორმაზე დანერგეს. ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინის ტრანზაქციული დანახაჯები გლობალურად შემცირდება.
SegWit-ი არის ტრნაზაქციის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც უფრო მეტი ტრანზაქცია თავსდება ერთ ბლოკში და ერთად იგზავნება, რაც უფრო ეფექტური გზაა ტრანზაქციისთვის.
2017 წელს, ბიტკოინის ქსელი გადაიტვირთა პოპულარულობის ზრდის გამო, ამიტომ ქსელს გარკვეული პრობლემები შეექმნა. გადატვირთვის მიზეზი მაღალი ტრანზაქციული დანახარჯები და შემცირებული სისწრაფე იყო. ეს ყველაფერი კი ნაკლებად მომხიბვლელი ჩანდა და, ამის გამო, ადამიანთა უმეტესობამ უარი თქვა კრიპტოვალუტის მოხმარებაზე.
SegWit-იც სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად დანერგეს.
SegWit-ის გავრცელებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ ის დადასტურებული უნდა იყოს სხვადასხვა კომპანიების მიერ, რომლებიც საფულის და გაცვლების სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს.
საბედნიეროდ, ეს ტექნოლოგია უფრო და უფრო ვრცელდება, რაც სხვადასხვა ბირჟებისა და საფულეების მიერ SegWit-ის ათვისებამ გამოიწვია.
საშუალოდ, ბიტკოინის ტრანზაქციების მხოლოდ 15 პროცენტ შემთხვევაში გამოიყენებოდა SegWit-ი, ხოლო გასული 24 საათის განმავლობაში მაჩვენებელმა 30 პროცენტს მიაღწია.
განახლება, რომელიც Bitcoin core-მა შემოგვთავაზა, 26 თებერვალს განხორციელდა.
საინტერესო ფაქტია, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვას თვითონ მომხმარებლები ითხოვდნენ. SegWit-ი 2017 წლის აგვისტოს გამოვიდა და მას შემდეგ დიდი მოთხოვნა გაჩნდა. მოთხოვნის დიდმა მაჩვენებელმა კომპანიები აიძულა, ეს სისტემა დაენერგათ.
მომავალში შეიძლება ახალ მეთოდსაც გავეცნოთ, რომელსაც Lightning Network ჰქვია. ამ უკანასკნელმა შეიძლება ტრნაზაქციების ხარჯები და დრო ნულთან ახლოს მიიყვანოს.
ეს ამბავი არა მარტო ბიტკოინზე, არამედ მთლიანად კრიპტოვალუტებზე იმოქმედებს. ტრანზაქციების შემსუბუქებამ კი დადებითად იმოქმედა ფასებზე.
წყარო: ccn.com