შვეიცარიის საფონდო ბირჟის აზრით, ნაციონალური ვალუტის შექმნა ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს
ფასიანი ქაღალდების შვეიცარიული ბირჟის მთავარმა, რომეო ლაჩერმა, განაცხადა, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული “e-franc”-ის შექმნა სამომავლოდ გაამყარებს ქვეყნის კრიპტო-მეგობრულ სტატუსს, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად იმოქმედებს რეგიონის ეკონომიკაზეც.
ლაჩერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შვეიცარიის ცენტრალური ბანკის მიერ მხარდაჭერილი e-franc-ი იმოქმედებს ლოკალურ ეკონომიკასა და ციფრული გადახდის სისტემებზე, რომლებიც ნელ-ნელა ანაცვლებენ ქაღალდის ფულს. მისი სიტყვებით:
„მე მჯერა, რომ ამას ბევრი დადებითი მოჰყვება, ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ ამას მხარს.“
მაშინ, როდესაც ზოგიერთი ხელისუფლება ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებში საფრთხეს ხედავს მათი დაურეგულირებისა და ფასების მერყევი ხასიათის გამო, შვეიცარია ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეკონომიკის განვითარების ინოვაციურ ხელსაწყოდ აღიქვამს.
ლაჩერი არ არის ერთადერთი, რომელიც დადებითადაა კრიპტოვალუტების მიმართ განწყობილი. 2018 წლის იანვარში, შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა, იოჰან შნაიდერ ამანმა, განაცხადა, რომ „შვეიცარიას უნდა, გახდეს კრიპტო-ნაცია“. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა უკვე საკმაოდ წარმატებულია ICO პროექტებში. ამასთან, მეორე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტა, ეთერიუმი, შვეიცარიული დაწესებულებითაა გამყარებული.
ლაჩერმა დაამატა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული გზა საკმაოდ კარგია სავარაუდო რისკებისდა მიუხედავად.
„მაგრამ ეს ნისლში სიარულს გავს. არ იცი, რას უნდა მოელოდო გზის ბოლოს. იქნება მრავალი შეცდომა, მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან ბევრს ვისწავლით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ.“
წყარო: btcmanager.com