top of page

როდის მიაღწევს რიპლის ფასი 3 დოლარს?


როგორც, ერთ-ერთი იშვიათი კრიპტოვალუტა, რომელიც სპეციალურად საბანკო საფინანსო სექტორისთვისაა შექმნილი, 2012 წელს მისი დაარსებიდან მოყოლებული, რიპლი (XRP) უამრავ დავასა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს კრიპტოსამყაროში. მას უამრავი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა მისი მოწინააღმდეგეების არგუმენტიც არ არის აზრს მოკლებული - კრიპტოვალუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შეავიწროვოს ფინანსური შუამავლები, რიპლი კი ამ მიზანს ეწინააღმდეგება. ხშირად მინახავს, ავტორიტეტული კრიპტო ინვესტორებისა და სპეციალისტების განცხადებები სოციალურ მედიაში, სადაც ისინი რიპლის "ცრუ კრიპტოვალუტას" უწოდებენ. თუმცა უდავოა, რომ რიპლის ტექნოლოგია შესანიშნავია და იმის ალბათობაც, რომ მის შემქმნელებს გრძელვადიანი გეგმები აქვთ ძალიან მაღალია.


კრიპტო სპეციალისტების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ რიპლის ფასი 3 დოლარიან ნიშნულს ისევ გადასცდება - თუმცა ამას შესაძლოა საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს და რიპლის ფასის გასამმაგება 2018 წელს ვერც კი ვიხილოთ. წინა ფასის ზრდაზე უამრავმა ინვესტორმა შეიძინა იგი და ვინც რეალისტურად შეაფასა გარემოებები, მისი საკმაოდ სარფიანად გაყიდვაც მოასწრო. თუმცა უამრავმა ინვესტორმა გაადწყვიტა შეენახა იგი, ან იმდენად ძვირად შეიძინა, რომ მისი გაყიდვა აზრს მოკლებული გახდა. შესაძლოა, მათ ვინც რიპლის შენახვა გადაწყვიტა, საკმაოდ დიდ ხანს მოუწიოთ მოცდა, სანამ რეალურ შემოსავალს მიიღებენ.


კრიტიკოსების დიდი ნაწილი, რიპლის ფასის ასეთ ზრდას, მის გარშემო ატეხილ აურზაურს (Hype) უკავშირებს - რაც პრინციპში არაერთი კრიპტოვალუტის შემთხვევაში გვინახავს. ეს აურზაური იმდენად დიდია ხოლმე, რომ კრიპტოვალუტის ფასი, მის რეალური ღირებულებას ბევრად აღემატება. ასეთი მომენტებით გამოცდილი ინვეტორები სარგებლობენ უზარმაზარი ამონაგების მისაღებად საკუთარ ინვესტიციაზე, გამოუცდელნი კი როგორც წესი კარგავენ ფულს.


არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ასეთი ფასის ზრდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კრიპტოვალუტის უკან მდგომი ტექნოლოგია არ მუშაობს ან უსარგებლოა. ცხადია, ამის თქმა რიპლზე შეუძლებელია, ზემოთ საუბარია მხოლოდ მის საბაზრო ფასზე და არა ტექნოლოგიის გამოყენებადობაზე.


რიპლის გრძელვადიანი ინვესტორები კი დაშვებული შეცდომის გამო, ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს, რომ შეარჩიონ უკეთესი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციები. რადგან უამრავი კრიპტოვალუტა აფორმებს პარტნიორობებსა და ხელშეკრულებებს რეალურ სამყაროში არსებულ სხვადასხვა დარგის ბიზნესებთან, თავად რიპლი კი, მიუხედავად უამრავი ახალი და ძალიან საინტერესო პარტნიორობისა, მხოლოდ საბანკო საფინანსო სექტორით შემოიფარგლება.


წყარო: www.cryptodaily.co.uk

bottom of page