top of page

პორშე თავის მანქანებში ბლოკჩეინის ინტეგრაციას აპირებს


ბერლინში დაფუძნებულ ტექ-სტარტაპთან, XAIN-თან პარტნიორობით, პორშე თავისი მანქანებისთვის ბლოკჩეინ აპლიკაციების შექმნაზე მუშაობს. ისეთი რაღაცები, როგორიცაა მანქანის დაკეტვა და გაღება, პარკირება, ან თუნდაც საწარმო გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, კომპანიის მანქანის დასაქმებულისთვის სესხება, ბლოკჩეინის მეშვეობით უფრო გამარტივდება.


განსაკუთრებით გამოყენებადია ბლოკჩეინის განაწილებული დავთრის პრინციპი. იმის გამო, რომ ყველა ტრანზაქცია გაუყალბებელ დავთარზე იწერება, მძღოლის ქმედებებზე ინფორმაციის შეგროვება ძალიან გამარტივდება.


მანქანის მფლობელები თეორიულად შეძლებენ, თვალყური ადევნონ ვინ ჩაჯდა მანქანაში, სად და როდის. ეს საკმაოდ დიდი ფაქტორი იქნება, რომელიც გააფართოებს გაზიარებულ ეკონომიას.


ამასთან, პირისპირა ქსელის გამოყენება მანქანის მფლობელებს უზარმაზარ შესაძლებლობებს აძლევს. ბენზინის ასავსებად საკრედიტო ბარათის გამოყენების მაგივრად, მძღოლებს შეეძლებათ, ერთმანეთს გაუგზავნონ საჭირო თანხა PorscheCoin-ებით.


Porsche-ს ეს ქმედება უერთდება მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი კომპანიების მიერ კრიპტოთი გატაცებას. ასეთი კომპანიები იყვნენ Kodak და The Long Island Ice Tea Company, რომლის ფონდის ფასიც გაორმაგდა, როდესაც გამოაცხადეს, რომ სახელს Long Blockchain-ად გადააკეთებდნენ.


ჯერ-ჯერობით უცნობია პორშეს კრიპტოვალუტის შესახებ დეტალები, მაგრამ პროექტი ნამდვილად საინტეროს ჟღერს.


წყარო: ccn.com

bottom of page