ბიტკოინ მილიონერი 50 cent-ი უარყოფს ბიტკოინების ფლობას
სასამართლო სხდომის დარბაზიდან მოპოვებული დოკუმნეტებიდან, რომელიც რეპერის გაკოტრების საქმეს ეხებოდა, ირკვევა, რომ 50 Cent-ს არასდროს ჰქონია ბიტკოინი. წარსულში იგი ტრაბახობდა კრიპტოვალუტის ფლობით. ამბობდა, რომ მან მიიღო გადასახადი ბიტკოინის სახით 2014 წლის ალბომის, Animal Ambition-ისთვის.
თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა TMZ-ის მიერ. რეპერმა, რომლის ნამდვილი სახელია კურტის ჯექსონი, მიიღო დაახლოებით 700 ბიტკოინი ალბომის გაყიდვებში. იმ დროისთვის 700 ბიტკოინი დაახლოებით 400 ათას დოლარს უდრიდა. 2018 წლის დასაწყისისთვის ფასმა მკვეთრად მოიმატა. გადმოცემის თანახმად რეპერი 8 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტქოინს ფლობდა.
50 Cent-მა გადაწყვიტა, რომ კრიპტოვალუტა მიეღო, რადგან, მისი თქმით, „ყველა ფული ფულია.“
რეპერი მოგვიანებით ინსტაგრამსა და თვითერზე წერდა თავისი ბიტკოინების შესახებ:
„არაა ცუდი ბიჭისთვის, რომელიც სამხრეთიდანაა. ვამაყობ საკუთარი თავით. ცოტაოდენი ბიტკოინი ვინმეს ხომ არ უნდა? ვიცი, რომ თავს გაბეზრებთ, მაგრამ მაპატიეთ... ბევრ ფულს ვშოულობ.“ - ეს განცხადებები უფრო დამაჯერებლს ხდიდა იმ ფაქტს, რომ ის ბიტკოინ მილიონერი იყო.
“თუ პრესის მიერ გავრცელებული ამბავი არაა გამოუსწორებლად საზიანო ჩემი რეპუტაციისთვის, მაშინ, უმეტეს შემთხვევაში, ამის საჯაროდ უარყოფას საჭიროდ არ მივიჩნევ. ეს მაშინაა ყველაზე მართალი, როდესაც კონკრეტული ამბავი ჩემი ბრენდისთვის ხელსაყრელია, მიუხედავად იმისა, ეს ამბავი ფაქტების არასწორი გაგებიითა გადმოცემული თუ უბრალოდ სიცრუეა.“ - დაასაბუთა რეპერმა.
რეპერმა თავდაპირველად გაკოტრებაზე სარჩელი მეთერთმეტე თავის მიხედვით შეიტანა 2015 წელს. იმ დროს, იგი ამბის სერიოზულობას არ ითვალისწინებდა:
„ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ფინანსების რეორგანიზაციას ახდენ, მაგრამ ეს აფერხებს ისეთი რაღაცების წინსვლას, რაც არ გინდა რომ შეჩერდეს“
ამ გრძელი ამბის განმავლობაში, ბიტქოინის ფასი მკვერთად შეიცვალა. ის დაახლოებით 660 დოლარი იყო ალბომის გამოშვებისას და რამდენიმე ხნის შემდეგ 20 ათას დოლარსაც კი მიაღწია. რეპერმა უნდა დაამტკიცოს, რომ იგი არ ფლობს არანაირ კრიპტოვალუტას, რათა მისი გაკოტრება აღიარონ.
როგორც აღმოჩნდა, პოზიტიური რეკლამის გამო, რომელიც მცდარია, სასმართლო პროცესი უფრო კომპლექსური გახდა ჯექსონისთვის. შეკითხვა, რომლის წინაშეც ის შეიძლება იდგეს, არის შემდეგი: „არაა მდიდარი... თუ ჯერ კიდევ იტყუება“?
წყარო: ccn.com