top of page

სტარბაქსიც აპირებს ბლოკჩეინის დანერგვას


სტარბაქსის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოვარდ შულტზმა, 27 თებერვალს განაცხადა, რომ კომპანია აპირებს გადახდების აპლიკაციის დამუშავებას, რომელიც იფუნქციონირებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით. იგი ფიქრობს, რომ '' ბლოკჩეინ ტექნოლოგია იქნება ის საფუძველი, რომელზეც სტარბაქსის აპლიკაცია ინტეგრირდება''

თუ გავიხსენებთ, სულ რაღაც ერთი თვის წინ, იანვარში, სწორედ ჰოვარდ შულტზმა მოიხსენია ბიტკოინი, როგორც არასანდო. მას სჯეროდა, რომ ბიტკინი მომავალში ვალუტად ვერ ჩამოყალიბდებოდა.

''პირადად მე მჯერა, რომ მომავალში ერთი ან რამოდენიმე ციფრული ლეგიტიმური ვალუტა იარსებებს, რომელიც იქნება ბლოკჩეეინ ტექნოლოგიით გამართული. ლეგიტიმურობას კი მიანიჭებენ მომხმარებლები, რომლებიც ენდობიან ამ ვალუტის შემქმნელებს და მათ მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებს''

FOX Business-ის წარმომადგენელთან, მარია ბარტირომოსთან, ინტერვიუში, ჰოვარდმა აღნიშნა, რომ ციფრული აქტივებით გადახდის ტექნოლოგიის დანერგვა აუცილებლად დადებითად აისახება კომპანიაზე მომავალში.

გიგანტი ყავის საცალო კომპანია არის განთქმული ბიზნესის განვითარებაში. ის ყოველთვის ითვისებდა ახალ ტექნოლოგიებს, როდესაც ეს საჭირო იყო ლოიალური მომხმარებლების შესანარჩუნებლად. დღეს-დღეობით, სტარბაქსი ცდილობს, მაქსიმალურად მოერგოს ახალი ბაზრის წესებს.

შულტზმა ბოლოს დაამატა : ''თუ გადახედავთ, რა შეძლო კომპანიამ დღემდე და როგორ მოვიდა აქამდე, მაშინ სტარბაქსის მომავალი ლოკალურად თუ გლობალურად ისევ ინახავს საუკეთესო დღეებს და ჩვენ ვართ უაღრესად მოხარულები ამის გამო.''

კომპანიას გააჩნია უზარმაზარი რეპუტაცია, მას შეუძლია თავისი მილიონობით მომხმარებელი გაანათლოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მხრით და დაანახოს მათ, რამდენი კარგის მოტანა შეუძლია მას. მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გამოვა მათი დაანონსებული ციფრული გადახდების აპლიკაცია, არ არსებობს.

წყარო: starbucks.com, coindoo.com, cnbc.com

bottom of page