top of page

''სატოში ნაკამოტო'' ანუ ქრეიგ ვრაითი და დეივ კლაიმანი? საასამართლო დავა 10 000 000 0


ქრეიგ ვრაითი nChain-ის მთავარი მეცნიერია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ აცხადებდა, რომ ის იყო სატოში ნაკამოტო, ბიტკოინის შემქმნელი. დღეს მას 10 მილიარდ დოლარს ედავებიან სასამართლოში.


მომჩივანი არის ირა კლეიმანი, რომელიც თავისი ძმის, დევიდ კლეიმანის, გამო უჩივის ეგრეთ წოდებულ ბიტკოინის შემქმნელს. დეივ კლეიმანი ასევე არის დაკავშირებული ბიტკოინის შექმნასთან, რაზეც ახალი ამბების ვებ გვერდი გიზმოდო წერდა. კომპიუტერული გამომძიებელი გარდაიცვალა 2013 წელს საეჭვო ვითარებაში.


კლეიმანის კავშირი ბიტკოინთან 2015 წელს გამომჟღავნდა, როდესაც Gizmodo and Wired-მა დაწერა, რომ ქრეიგ ვრაითი, ავსტრალიელი ბიზნესმენი და აკადემიკოსი, შესაძლოა სატოში ნაკამოტო ყოფილიყო, რომელმაც 2010 წელს ბიტკოინის პროექტზე დაამთავრა მუშაობა და გაუჩინარდა.

კრიპტო საზოგადოება თავის დროზე ამ სიახლეს ძალიან დიდი სკეპტიციზმით შეხვდა, ისინი ქრეიგის მოყვანილ მტკიცებულებებს არასანდოდ თვლიდნენ, რაზეც მეცნიერმა და კრიპტოგრაფმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას საზოგადოებისთვის. ამის შემდგომ, ქრეიგ ვრაითი მუშაობდა სტარტაპ nChain-ში მთავარ მეცნიერად და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგი იჭერს ბიტკოინ ქეშის მხარეს და თვლის, რომ ნამდვილი ბიტკოინი ბიტკოინ ქეშია. ეს უკანასკნელი ბაზრებზე წინა ზაფხულს გამოჩნდა.


მომჩივანი მხარე ქრეიგ ვრაითს ბრალს დებს 1.1 მილიონი ბიტკოინის მითვისებასში, რაც მან გაყალბებული კონტრაქტებით მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ქრეიგი და დეივი იყვნენ ბიზნეს პარტნიორები, მათი კომპანიის საქმიანობა იყო კომპიუტერულ თავდაცვასთან დაკავშირებული და ერქვა W&K LLC. კლეიმანების ოჯახი სასამართლოში წარმოდგენილია Boies Schiller Flexner LLP საადვოკატო კომპანიით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საადვოკატო კომპანიაა, რადგან მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული მაღალი რანგის დავებში, როგორიც იყო, მაგალითად, ბუშის და გორეს დავა , რომელსაც 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვა.


იყვნენ თუ არა დეივი და ქრეიგი ბიტკოინის შემქმნელები, ეს ჯერ ისევ უცნობია, მაგრამ კლეიმანების ოჯახი მოითხოვს საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას, კომპენსაციას ზარალის მიყენებისთვის და გაყალბებისთვის.


წყარო: coindesk.com, gizmodo.com.

bottom of page