რატომ არის კრიპტოვალუტების ბაზარი ასეთი მერყევი?
წინა წელი Wall Street-ის ისტორიაში იყო ყველაზე ნაკლებად ცვალებადი პერიოდი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ტრეიდერები წინათ ფასის მერყეობაზე ვაჭრობდნენ და საკმაოდ დიდ ფულს აკეთებდნენ. დღეს დღეობით, ამ ყველაფერს უკვე კომპიუტერული ალგორითმი აკეთებს მილი წამებში. ვოლ სტრიტზეც, ადამიანებს ნელ-ნელა მანქანები ანაცვლებენ.
ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ერთი წლის განმავლობაი დაფიქსირებული საშუალო ფასების ცვლილებას კრიპტო-ბაზრები ერთ თვეში იმეორებენ.
გამოცდილმა კრიპტო მოვაჭრეებმა ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც, რატომ არის კრიპტო ბაზარი ბევრად მერყევი ვიდრე, დანაჩენი აქტივების კატეგორიები?
1. ნამდვილი ღირებულების ბუნდოვნება
კრიპტოვალუტები არ ყიდიან პროდუქტს, არც შემოსავლები გააჩნიათ და არც ათასობით ადამიანს ასაქმებენ. ზოგადად კრიპტოვალუტები დივიდენდებსაც არ ითვალისწინებს და მხოლოდ მონეტების პატარა ნაწილი ხმარდება საკუთარ განვითარებას. ამის გამო, ძალიან რთულია, ზუსტად შეაფასო, როგორ შეიძლება გავიგოთ, ფასი გადაჭარბებულია თუ ნაკლებია რეალურ ს აბაზრო ღირებულებაზე.
იმის გამო, რომ კრიპტო ბაზრებზე შეუძლებელია ფუნდამენტური ანალიზის ჩატარება, კრიპტო მოვაჭრეები უმეტესწილად ეყრდნობიან ბაზრის სენტიმენტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში იმართება მედია კამპანიებით.
2. რეგულაციების ნაკლებობა
კრიპტოვალუტა არის გლობალური ფენომენი. სახელმწიფოებმა ბოლო ხანებში დაიწყეს რეგულაციაზე ფიქრი, მაგრამ ეს პროცესი ისევ დაწყებით ფაზაშია. ასეთი პერიოდი იძლევა ძალიან ბევრი მანიპულაციის საშუალებას, რაც ინსტიტუციონალურ ინვესტორებს აფრთხობს. არაპატიოსანი მოთამაშეებისგან ბაზარი ვერავის აზღვევს, განსხვავებით დარეგულირებული ბაზრებისგან..
3. ინსტიტუციონალური კაპიტალის ნაკლებობა
ჯერ-ჯერობით ჰეჯ ფონდები და ცენტრალური ბანკების ფული არ არის ჩართული ამ ინდუსტრიაში. უმეტესი ინსიტუაციონალური ფული ისევ ტრადიცულ ბაზრებზეა. ეს კაპიტალები ბევრ ფორმაში გვევლინება, მალაგითად დიდი სავაჭრო მაგიდა, რომელიც თავისივე ინვესტორების პოტენციურად გრძელვადიან უზარმაზარ კაპიტალს დააბანდებს.
4. გრძელვადიანი VS მოკლევადიანი
თუ ფულს დააბანდებ და ფიქრობ რომ შემდეგი 60 წელი შენს ინვესტიციას არაფერი ემუქრება, მაშინ ყოველდღიური ფასის ცვლილვება არ უნდა გაღელვებდეს და აქედან გამომდინარე მისით ვაჭრობასაც არ მიჰყოფ ხელს. კრიპტოვალუტებისთვის კი ასე არ არის, უმეტესწილად კრიპტოვალუტებს საპენსიო ანგარიშებზე ვერ შეიძენ, და ასევე ფინანსური მრჩევლებისთვისაც მიუწვდომელი ინსტრუმენტია, რაც იმას ნიშნავს რომ უზარმაზარი ინვესტორების ეკოსისტემა არც კი არის ჩართული კრიპტოვალუტებში. ამჟამად უმეტესი ჩართული ადამიანებისა არის მილენიალები, რომლებიც საშუალოდ ყოველ 10 წუთში ამოწმებენ აპლიკაცია BLOCKFOLIO-ს. ამ კატეგორიას დისციპლინა და გამოცდილება არ გააჩნია ბაზრებზე და არ შეუძლიათ გრძელვადიანი პოზიციებზე მყარად დგომა, ფასის ზრდისთანავე სიხარბე იპყრობს რაც ყველაზე დიდი ფაქტორია არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისას, ხოლო ფასის ვარდნისას პანიკა ეუფლებათ და თავიანთ ინვესტიციებს თითქმის ყველა შემთხსვევაში არასწორ დროს ყიდიან.
როდის დასტაბილურდება ბაზრები?
დროთა განმავლობაში რაც უფრო მეტი რეგულაციები გამოვა და ასევე ინვესტორების დივერსიფიკაციაც საკმარის მაშტაბებს მიაღწევს. ასევე მერჩანტები დროთა განვავლობაში იპოვნიან უფრო მეტ გზას, რომ თავიანთი პროდუქცია ხელმისაწვდომი გახადონ კრიპტოვალუტებით, ასევე ტრანზაქციების ტექნოლოგიებიც დაიხვეწება. ასევე მოსალოდნელია მთლიანად კრიპტოვალუტების ფასის ზრდა, მიუხედავათ იმისა რომ ფასის მკვეთრი მერყეობა შეიძლება დასტაბილურდეს, რადგან უფრო მეტი და მეტი გრძელვადიანი ინვესტორები დააბანდებენ ფულს.ზუსტად ასე მოხდა ფასიანი ქაღალდების ბაზარზეც სადაც გრძელვადიანმა ინვესტორებმა ძალიან დიდი ამონაგები ნახეს ისტორიულად.
წყარო: cointelegraph.com