top of page

"ხალხი თავად გადაწყვეტს კრიპტოვალუტების მიმართ მიდგომას" - მალაიზიის ცენტრალური ბანკი


მალაიზიის ცენტრალური ბანკის მთავარმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების ბედი დამოკიდებულია ადამიანების მიერ მათ ათვისებაზე, რასაც დაამატა, რომ ისინი არც აკრძალავენ და არც მიიღებენ მათ.

Negaras-ის ბანკის გუბერნატორმა, მუჰამად იბრაჰიმმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ალუმნის კლუბის მეორმოცე წლისთავზე საკმაოდ საინტერესოდ ილაპარაკა მალაიზიის საზოგადოებაში ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მომავალზე.

მან გამოამჟღავნა, რომ ისინი თავისუფალი ბაზრის მიდგომას გამოიყენებენ კრიპტოვალუტებზე, სადაც საზოგადოება თავად გადაწყვეტს, სურს თუ არა კრიპტოვალუტებში ინვესტიცია.

„ძირითადად, ჩვენ კრიპტოვალუტების მთავარ წარმომადგენლებს, ბიტკოინის, ეთერიუმისა და რიპლის ჩათვლით, უფრო გამჭირვალეს გავხდით, გამჭირვალეს გავხდით მეთოდებსაც და მათ შემქმნელ გუნდსაც. ამ გზით, ხალხი თავად გადაწყვეტს, უნდათ თუ არა კრიპტოვალუტებში ინვესტირება.“

ცენტრალური ბანკის გუბერნატორმა ისიც დაამატა, რომ ისინი კრიპტოვალუტას ჩვეულებრივ ფულად არ მიიჩნევენ, მაგრამ, ამასთან, ისინი მათ აკრძალვას მაინც არ აპირებენ.

„დაწესებულებების ინტერესში არ შედის იმ ინოვაციის აკრძალვა ან შეჩერება, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლოდაა მიჩნეული.“ - განაცხადა მან.

ასეთი მიდგომით მალაიზია უერთდება ფილიპინებს და ეს ორი ქვეყანა, თავისი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკით, სრულიად ახალ და ღია მიდგომას ირჩევს კრიპტოვლუტების მიმართ.

„არსებობს რისკები, მაგრამ, ძირითადად, ეს ყველაფერი გამკლავებადია. თუ შენ გინდა რაღაც, რაც სწრაფია და მოსახერხებელი, მაშინ არსებობს ბიტკოინის მსგავსი ვირტუალური ფულის გამოყენების უპირატესობა.“ - განაცხადა ფილიპინების ცენტრალური ბანკის დეპუტატმა.

წყარო: ccn.com

bottom of page