top of page

ირანი - კიდევ ერთი ქვეყანა საკუთარი კრიპტოვალუტით


ირანის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის შემუშავებას იწყებს, რომელიც ხელისუფლების კუთვნილებაში იქნება.


ინფორმაციისა და კომუნიკაციების მინისტრმა, აზარი ჯარომიმ, ტვიტერზე დაპოსტა ბანკის დირეტორების შეხვედრის შესახებ. მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ვალუტები. მათ გადაწყვიტეს ქვეყნის პირველი ციფრული ვალუტის შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მოჰყვა ვენესუელას მიერ შემუშავებული ქვეყნის კრიპტოვალუტის Petro-ს წინასწარი გაყიდვებს. ირანიც, ვენესუელას მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური და ეკონომიკური სანქციების სამიზნეა.


ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმუშავებს მათი ვალუტა, თუ საერთოდ გამოუშვეს იგი. თუ ვალუტას ირანის ცენტრალური ბანკი გამოუშვებს, პროექტი წარმოადგენს ისეთ ქვეყნის ფინანსებით გამყარებულ კრიპტოვალუტას, რომელიც ამ ინტიტუციის მოთხოვნებზე იქნება მორგებული. რამდენიმე ცენტრალურმა ბანკმა, როგორიცაა სინგაპური, ჩინეთი და ბრიტანეთი, უკვე განიხილა ეს სივრცე.


აბოლჰასან ფიროუზაბადის, ირანის კიბერსივრცის წარმომადგენლობის მდივანის, თქმით, ქვეყანა დიდი სიამოვნებით მიიღებს ბიტკოინს, თუ ის დარეგულირდება. ირანის მედია იტყობინება, რომ ცენტრალური ბანკი ბიტკოინს ვალუტად არ მიიჩნევს.


ეს წყაროები ასევე განაცხადებს, რომ ხელისუფლება უარყოფს ბრალდებას ბიტკოინის სანქციების არიდებისთვის გამოყენებაზე.


წყარო: coindesk.com

bottom of page