top of page

თურქეთი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს



თურქეთში პოლიტიკოსები ადგილობრივი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებენ.


აჰმეთ კენან ტანრიკულუსმა, თურქეთის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა ინდუსტრიის მინისტრმა, დრაფტი გაამზადა ქვეყნის ფინანსებით გამყარებული კრიპტოვალუტის, “Turkcoin”-ის შემოთავაზებით.


მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური სპეციფიკები ჯერჯერობით გაურკვეველია, კანონმდებელი ირწმუნება, რომ Turkcoin-ი აქტივებით გამყარებული ფასიანი ქაღალდების ტოკენიზაციას შეუწყობს ხელს, რის გამოც მას უფრო ნაკლები რისკები ექნება, ვიდრე არსებულ კრიპტოვალუტებს.


მათი განცხადებით, ეს აქტივები მოიცავს ისეთ მსხვილ საჯარო კომპანიებს, როგორიცაა Turkish Airlines, Turk Telekom და სტამბულის ფასიანი ქაღალდების ბირჟა.


„მსოფლიო ახალი ციფრული სისტემისკენ ვითარდება. თურქეთმა უნდა შექმნას თავისი ციფრული სისტემა და ვალუტა, სანამ ძალიან გვიანი არ არის.“ - განაცხადა აჰმეთმა.


განცხადებაში მან ასევე მოითხოვა კრიპტოვალუტების უფრო დალაგებული რეგულაცია ბაზრის გაკონტროლების მიზნით. მისი აზრით, ლეგალური ჩარჩოს გარეშე, კრიპტოვალუტები თურქეთში შეიძლება არალეგალური საქმიანობისთვის გამოიყენონ.


აღსანიშნავია, რომ ტანრიკულუს კომენტარები რამდენიმე კვირის შემდეგ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ხელისუფლებამ ნაციონალური კრიპტოვალუტის შექმნაზე უნდა იზრუნოს. ამასთან, განაცხადის გამოცემა რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა, რაც ვენესუელამ გამოაქვეყნა ზეთის ფასით გამყარებული საკუთარი კრიპტოვალუტის წინასწარი შედეგები, სადაც მათ 735 მილიონი დოლარი მოაგროვეს.


წყარო: coindesk.com

bottom of page