ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ კრიპტოვალუტების დარეგულირება საკმაოდ რთულია
ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლები აღიარებენ, რომ კრიპტოვალუტების დარეგულირება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ.
სახლის წარმომადგენელმა, დევიდ შვაიკერტმა, Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეგულატორები უნდა ფოკუსირდნენ თავიანთ ძალისხმევებზე აპლიკაციების გადახედვის დროს, რადგან მათ უკან მდგომი ტექნოლოგია საკმაოდ რთულად რეგულირებადია.
„სინამდვილეში ძალიან რთულია კრიპტოვალუტების დარეგულირება. შეიძლება ვაჭრობის მექანიზმებზე გარკვეული რეგულაციების დაწესება თუ ჩავთვლით, რომ ვაჭრობის მექანიზმები ამერიკის ხელისუფლების ზედამხედველობის არეში იქნება. ასე რომ, შესაძლოა ვაჭრობის დონეზე გარკვეული სტანდარტების ქონა, მაგრამ მის უკან მდგარი განაწილებული დავთრის კონცეფცია საკმაოდ რთული დასარეგულირებელია“. - განაცხადა მან.
შვაიკერტმა განაცხადება კანონმდებლების მიერ კრიპტოვალუტების დარეგულირების ღრმა სურვილმა გამოიწვია. ჯერჯერობით ახალი კანონი წარდგენილი არ არის, მაგრამ თავად ანტი-რეგულაციების სახლი Freedom Caucus-იც იმ აზრზეა, რომ ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მაინც ამ ინდუსტრიაში ფედერალური რეგულაციები.
ამჟამად კრიპტოვალუტების ბირჟები ქვეყნის დონეზე დარეგულირებულია, სადაც კანონთა დომხალია მოწყობილი. ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის კომისიისა (SEC) და ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიის (CFTC) ფედერალური რეგულატორები მიიჩნევენ, რომ გონივრული იქნებოდა სამომავლოდ ბირჟების ფედერალურ დონეზე დარეგულირება. თუმცა, ისინი იტყობინებიან, რომ ასეთმა რეგულაციები ფრთხილად უნდა იქნას განხილული ისე, რომ გადაჭრას არსებული პრობლემები ინოვაციის დახშობის გარეშე.
ამასობაში, შვაიკერტის სამშობლო შტატი, არიზონა, განიხილავს კანონდმებლობას, რომელიც ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების, როგორც გადახდის მეთოდების ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.
წყარო: ccn.com