სამხრეთ კორეა მხარს უჭერს კრიპტოვალუტების ტრანზაქციებს
სამხრეთ კორეას ფინანსური რეგულატორის თავმჯდომარემ ახლახანს დაადასტურა, რომ ხელისუფლება ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების ვაჭრობას და ბანკებს მოუწოდებს ბირჟებთან ტრანზაქციების გამარტივებისკენ. ამ განაცხადით ის ახშობს ყველანაირ ჭორს კრიპტოვალუტების დაბლოკვის თაობაზე.
სამხრეთ კორეის ზედამხედველობის სერვისის (FSS) უფროსმა, ჩო ჰენგ-სიკმა, განაცხადა, რომ ისინი კრიპტოვალუების ინდუსტრიას მხარს დაუჭერენ ქვეყანაში მისი განვითარებისტვის. კონკრეტულად, მისი თქმით, ხელისუფლება ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების „ნორმალურ ტრანზაქციებს“.
როგორც კორეული გამოცემა Yonhap იტყობინება, ჩომ კრიპტოვალუტების ბირჟების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ხელისუფლება „მხარს დაუჭერს კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, თუ ტრანზაქციები ნორმალურად განხორციელდება“. მან ასეხე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება მოუწოდებს იცნობდე-შენი-კლიენტის (KYC) მეთოდის გამოყენებადობის ზრდას.
კორეულმა რეგულატორებმა 30 იანვარს შემოიღეს ნამდვილი ვინაობის ვაჭრობის სისტემა, სადაც კრიპტოვალუტებით მოვაჭრეებს და ინვესტორებს მოეთხოვებათ თავიანთი ნამდვილი სახელების გამოყენება ანგარიშებისა ან საფულეების შექმნისას. ეს წესი მიმართული იყო ანონიმური ვაჭრობის დამთავრებისკენ. მიუხედავად ამისა, ეს წესი არ ვრცელდება ძველ მომხმარებლებზე, რომელთაც ჩვეულებრივად შეუძლიათ, კრიპტოვალუტების ყიდვა გაყიდვა ძველი ანგარიშებით გააგრძელონ. მხოლოდ ახალ მომხმარებლებს ეკისრებათ KYC წესების შესრულება.
ჩოს ეს ახალი განაცხადი კიდევ ერთხელ ადასტურებს მოვლენების შემოტრიალებას კრიპტოვაუტების აკრძალვიდან მატი მხარდაჭერისკენ. ამასთან, სამხრეთ კორეა განიხილავს თავის ახალ ლიცენზიების დამოწმების სისტემას ისეთი კრიპტოვალუტების ბირჟებისთვის, რომლებიც რეგულაციურ წესებსა და მოთხოვნებს ითვალისწინებენ.
წყარო: ccn.com