პოლონეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტების საწინააღმდეგო კამპანია გაუშვა
პოლონეთის ცენტრალურმა ბანკმა აღიარა კრიპტოვალუტების საწინააღმდეგო რეკლამების სპონსორირება Facebook-ზე, Google-სა და Youtube-ზე.
კამპანიამ Youtube-ზე მარცინ დუბიელის მიერ შექმნილი ვიდეო განათავსა სათაურით „მე მთელი ფული დავკარგე?!“. ვიდეოს დასაწყისში ახალგაზრდა მამაკაცი მთელს ფულს კრიპტოვალუტებში აბანდებს, შემდეგ კი, გოგონას სადილზე დაპატიჟებისას, აღმოჩნდება, რომ ის კრიპტოვალუტით გადახდას ვერ ახერხებს. გოგონა რესტორანიდან გაბრაზებული გამორბის მას შემდეგ, რაც ტრადიციული ფულით გადაიხდის ჩეკს. ვიდეოს დრამატული დასასრული აქვს, სადაც მამაკაცი მთელს თავის ფულს კარგავს და ბოროტი დუბიელი თავის ქაღალდის ფულს ითვლის. წერის მომენტსი, ვიდეოს თითქმის 530,000 ნახვა აქვს.
ანტი-კრიპტო კამპანია Youtube-ის პოლონურმა პარტნიორმა ქსელმა, Gamellon-მა მოაწყო. პოლონეთის ცენტრალურმა ბანკმა ამ კამპანიაზე 91,000 ზლოტი (დაახლოებით 27,000 დოლარი) დახარჯა. ვიდეოს მოჰყვება საიტის ლინკი, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებას ეკუთვნის. საიტი ემსახურება მოსახლეობის გაფრთხილებას, სადაც ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ერიდებოდეს მომხმარებელი კრიპტოვალუტებს. მიზეზებში ნახსენებია ქურდობისა და თაღლითობის შემთხვევები და მაღალი მერყეობა.
Money.pl, სიახლეების პოლონური პორტალი, ასევე იტყობინება, რომ კიდევ ერთი Youtube-ის, არხმა, Planeta Faktow-მა, გამოუშვა ვიდეო სახელწოდებით „ფულსა და კრიპტოვალუტას შორის ათი განსხვავება, რომელიც უნდა იცოდე“. არხს 1.5 subscriber ჰყავს, ვიდეო კი 500,000 კაცზე მეტმა ნახა. ამ ვიდეოსაც იგივე ჰეშთეგი აქვს მიბმული, რომელსაც ხელისუფლების საიტზე გადაჰყავს მომხმარებლები. მაგრამ, მარცინ დუბიელის ვიდეოსგან განსხვავებით, აქ მონიშნულია ‘Paid Promotion’.
პოლონეთში არალეგალურია დასპონსორებული კონტენტის შექმნა ისე, რომ ამის შესახებ ღია განცხადება არ გააკეთონ. ამასთან, პოლონეთში კრიპტოვალუტების საწინააღმდეგო კანონი ჯერ არ არსებობს, რის გამოც გაუგებარია, რაში დასჭირდა ცენტრალურ ბანკს ამ კამპანიის გაშვება. Monez.pl-მა მისწერა კიდეც ბანკს კითხვით, თუ რატომ გაუშვეს ასეთი რეკლამა. კითხვაზე პასუხი მათ ჯერ არ მიუღიათ.
წყარო: ccn.com