top of page

PRE-ICO რეკორდი მოხსნილია: 850 000 000 $

დოკუმენტიდან, რომელიც ტელეგრამმა წარუდგინა SEC-ს, მჟღავნდება, რომ მათ მოხსნეს რეკორდი ICO-ების ისტორიაში და მოახერხეს, მოეზიდათ 850 მილიონი დოლარის ფინანსები. ეს კი მხოლოდ დასაწყისია, რადგან ეს ფული ჯერ მხოლოდ Pre-ICO ფაზაზე მოგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო გაყიდვები, რომელიც 2018 წლის მარტში არის დაგეგმილი, ჯერ არ ყოფილა. pre-ICO გათვლილი იყო პოპულარულ ბლოკჩეინ ინვესტორებზე და კრიპტო სამყაროს ტოპ აღმსრულებლებზე. ამ წლის იანვარში მათ გამოაცხადეს 850 მილიონის hard-cap და, როგორც ჩანს, მათმა სტრატეგიამ გაამართლა.


ტელეგრამის ICO-მ გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი და მოწონება გამოიწვია კრიპტო საზოგადოებაში. კომპანია გეგმავს, რომ მარტში 1.15 მილიარდის ოდენობის ფინანსები მოიზიდოს მონეტების გაყიდვით. თუ ისინი წარმატებით შეასრულებენ თავიანთ ჩანაფიქრს, გამოვა, რომ მთლიანი მოზიდული თანხა 2 მილიარდი დოლარი იქნება - უპრეცენდენტო რიცხვი ICO ისტორიაში.


მონეტებს, რომლებსაც ტელეგრამი უშვებს, ჰქვია Gram და ის გამოყენებული იქნება TON-ის პროექტში.

რომ გადავხედოთ ისტორიას, ტელეგრამამდე ყველაზე მეტი რესურსი მოზიდული ჰქონდა Filecoin-ს, რომელმაც მოახერხა 257 000 000 დოლარის მოგროვება. ინვესტორებმა, რომლებმაც პრე-ICO-ზე მოახერხეს გრამ ტოკენების შესყიდვა, ბონუსად 50%-იანი ფასდაკლება მიიღეს.


კომპანიის გეგმებში შედის: გადახდების სერვისები, განაწილებული ფაილების შენახვა, დეცენტრალიზებული აპლიკაციები და VPN ინტერნეტ ბრაუზინგი. Bloomberg-ის თქმით, ტელეგრამის დამფუძნებელი, პაველ დუროვი, აპირებს ისეთი ბლოკჩეინ-გადახდების სისტემა შექმნას, რომელიც კონკურენციას გაუწევს VISA-სა და MasterCard-ს.


ტონის პროექტის შემუშავება უკვე დაწყებულია, რომელიც საბოლოოდ ჩაირთვება 2019 წელს. პლატფორმის ბეტა ვერსია გამოდის 2018 წლის მეორე კვარტალში.


ბევრი ექსპერტის აზრით, რადგან კონფიდენციალური გაყიდვები უკვე წარმატებულად დასრულდა, ძალიან დიდი შანსია, რომ საჯარო გაყიდვებიც დასრულდეს წარმატებით. ეს თუ ასე მოხდა, ეს უკანასკნელი იქნება 2 მილიარდიანი ICO. ამ საკითხზე მსოფლიო ორად არის გაყოფილი, ბევრი ფიქრობს რომ ეს არის საუკუნის თაღლითობა და კარგად დაგეგმილი აფიორაა.

საინტერესოა, რა მოხდება, როდესაც მარტში დაიწყება საჯარო გაყიდვები.

წყარო: btcmanager.com, coindesk.com, bloomberg.com

bottom of page