top of page

ATARI კრიპტოვალუტას ქმნის !


atari

კომპანია ''ATARI'', რომელმაც შექმნა ისეთი ლეგენდარული კომპიუტერული თამაშები, როგორებიცაა Pacman და Pong, გეგმავს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას. ამის გამო, კომპანიამ გიბრალტარზე დარეგისტრირებული ორგანიზაციის, სახელად Infinity Networks ltd, 15% წილი შეიძინა და მათი სახელი საკუთარი ბრენდის ქვეშ მოაქცია. პარტნიორობა, რომელიც დეკემბერში გაჟღერდა, მოიცავს კრიპტოვალუტის შემუშავებას ციფრული გასართობი პლატფორმისთვის, რომელსაც ერქმევა ატარი token. თამაშების გამკეთებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ეს შენაძენი მათ ფულის გარეშე განახორციელეს, შიდა მოლაპარაკების საფუძველზე.

''ჩვენი მიზანია, გავწიოთ გარკვეული რისკი, მაგრამ ფულადი რესურსების გამოყენების გარეშე იმისათვის, რომ უფრო უკეთ შევქმნათ ღირებულება და ატარის ბრენდი განვავითაროთ.'' თქვა ატარის ბორდის წევრმა და CEO-მ თავის განცხადებაში.

უფრო მეტიც, კომპანია გეგმავს კრიპტოვალუტების ინტეგრაციას თავიანთი ბრენდის პარტნიორი კომპანიით პარიპლეი ლტდ. ეს უკანასკნელი საზოგადოებას სთავაზობს ონლაინ თამაშებს, სადაც ატარის პერსონაჟებს და დიზაინს იყენებს, როგორც პარტნიორისას. წინა კვირას პატარა მინიშნებაც გამოჩნდა, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა მეორე ტოკენიც იყოს, რომელიც ონლაინ კაზინოსთვის შეიძლება იქნას გამოყებნებული.

''იმისათვის, რომ გავაფართოვოთ ონლაინ კაზინოების წვდომა, ატარი ტოკენის გამოშვების შემდგომ ვგეგმავთ, გამოვუშვათ პონგ ტოკენი, რომელიც იქნება ონლაინ კრიპტო კაზინოებისთვის და გეიმინგ პლატფორმებისთვის. უფრო ვრცლად კი უახლოეს მომავალში გაიგებენ დაინტერესებულები.''

ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ატარის ფასიანი ქაღალდების ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა კომპანიის ამ განცხადებების შემდეგ.

წყარო: coindesk.com, bitcoin.com, bloomberg.com

bottom of page