top of page

ესპანეთის მთავრობა კრიპტო კომპანიებისათვის გადასახადების შემცირებას გეგმავს


ავტორიტეტული გამომცემლობა ბლუმბერგის ცნობით, ესპანეთის მმართველი პოლიტიკური პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს, რომელიც ესპანეთში ახალ ტექნოლოგიებთან მომუშავე სტარტაპების - მათ, შორის კრიპტო კომპანიების მიზიდვას შეუწყობს ხელს.


ესპანელი კანონმდებლის, ტეოდორო გარსია ეგეას, თქმით, მთავრობაში ახალი კანონმდებლობის მიღებას წლის ბოლომდე ვარაუდობენ. ცვლილებების შედეგად ესპანეთში მონეტების პირველადი შეთავავაზებისათვის (ICO) ხელსაყრელ პირობები შეიქმნება და მთავრობის მიზანია შექმნას ICO-ებში ინვესტირების ყველაზე უსაფრთხო გარემო ევროპაში. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უნდა დადგინდეს, მინიმალური ზღვარი, რომლის ქვევითაც კრიპტო ინვესტიციების დაბეგვრა არ მოხდება.


ამასთან, ეგეამ ბლუმბერგთან საუბარში განაცხადა, რომ ტექნოლოგიური სტარტაპების მოზიდვა ესპანეთისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს განათლების, ფინანსებისა და ჯანდაცვის სექტორების განვითარებასაც.


კანონმდებლობის შემუშავების პროცესში იგეგმება შვეიცარიის მთავრობასთან თანამშრომლობა, რომელმაც კრიპტო კომპანიებთან დაკავშირებული საკონონმდებლო ცვლილებები უკვე წარმატებით განახორციელა.


bottom of page